დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მიხეილ ცაგარელი, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას და მელიას შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იქნება.
„სანამ მზე გადის სასწორის ზოდიაქოს, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დიპლომატიურები, თავდაჭერილები, მშვიდობიანად უნდა გადავწყვიტოთ ნებისმიერი რთული საკითხი, უმრავლეს შემთხვევაში – კომპრომისების გზით და ეს უნდა იყოს წინა პლანზე. ის კანდიდატი, რომელიც ამას შეძლებს, წარმატებული იქნება, იმიტომ, რომ სამყარო მას გაუღიმებს. ის, ვინც იქნება აგრესიული და ეს განსაკუთრებით მელიას ეხება, მას საქმე ცუდად წაუვა. სხვათა შორის, მელიას მინდა შევახსენო, რატომ წააგო გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილთან საარჩევნო ბრძოლა? ზუსტად იმ აგრესიული რიტორიკის გამო წააგო.
ერთადერთხელ შევხვდი გრიგოლ ვაშაძეს და მითხრა, ასტროლოგია მაგრად არ მაინტერესებსო. ეს არის მისი უბედურება. რომ ჰქონოდა ინტერესი და გარკვეული ცოდნა, სხვანაირი შედეგი იქნებოდა. ეცოდინებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილის პირად ჰოროსკოპში გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი, ყველაზე აგრესიული ვერძის ზოდიაქოშია, ამიტომ, რაც მეტ აგრესიას გამოავლენდა მისი მოწინააღმდეგე, მით მეტად ზურაბიშვილის წისქვილზე ასხამდა წყალს.
ეს გააკეთა ვაშაძემ ძალაუნებურად, ასტროლოგიის არცოდნის გამო, იგივე მინდა ვუთხრა მელიას – რაც მეტს იჩხუბებს, მით უფრო გაიმარჯვებენ სხვები. გახარია და კალაძე იქნებიან უფრო მშვიდები, უფრო კომპრომისის უნარის მატარებლები.
გახარიას და მელიას შორის იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა.“,- ამბობს ცაგარელი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.