ვის ელოდება სიყვარულით თავბრუს ხვევა და ვის - მატერიალური პრობლემები -მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

ნახეთ როგორია მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი:

ვერძი

ეს პერიოდი თქვენთვის ჯერ კიდევ ცოტა რთულია, ეს ის პერიოდია, რომლის დროსაც სულსწრაფობა  იმატებს თქვენში, შეიძლება კარგად არ იყოს გააზრებული ესა თუ ის მოქმედება, ამან შეიძლება გამოიწვიოს მატერიალური, სოციალური, სირთულეები ამას შეიძლება მოყვეს დამატებითი თანხების საჭიროება  ამა თუ იმ იდეის რეალიზაციის კუთხით, რაც კიდევ უფრო მეტად გაართულებს შემდგომ სიტუაციას. თქვენი ჯანმრთელობა არასტაბილურია, ამიტომ შეეცადეთ, რომ არ გადაიტვირთოთ, ზედმეტად არ გადაიღალოთ აქ უმჯობესია ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და არაფერი ახალი მნიშვნელოვანი და სარისკო არ დაიწყოთ, ცოტა მშვიდად გაიარეთ ეს პერიოდი.

კურო

ენერგო ტონუსი საკმაოდ მაღალია, ამიტომ ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, დინამიკურია, აქ შეიძლება არაერთი საკითხი გადაწყვიტოთ, რომელიც იქნება დაკავშირებული ორგანიზატორულ საკითხებთან, შესაბამისად  შეიძლება დაგჭირდეთ საკამათო სიტუაციების დალაგება, კორექტირება გეგმებისა, ეს პერიოდი, არ იქნება მაინცდამაინც მშვიდი, ფინანსურმა სირთულეებმა შეიძლება იჩინონ თავი. ეს ის პერიოდია რომლის მსვლელობისას , თქვენ შეიძლება გარკვეულ ტყუილებში აღმოჩნდეთ, ანუ თვით მოტყუების ტენდენციამ შეიძლება იჩინოს თავი, ამიტომ იყავით უფრო რეალისტები, ეს ის პერიოდია რომლის დროსაც მგზავრობა, მოგზაურობა არ არის მაინცდამაინც სასურველი იმიტომ,რომ აქაც შეიძლება გარკვეულმა მოვლენებმა იჩინონ თავი. სხვა მხრივ ეს პერიოდი იქნება მეტ-ნაკლებად სასიკეთო, მისაღები და გარკვეულწილად ჰარმონიული. 

ტყუპები

ენერგო ტონუსი დაბალია, ამიტომ ეს ის პერიოდია, რომლის დროსაც შეიძლება მარტივად გაცივდეთ, ადვილად გადაიღალოთ, ამიტომ ნუ გადაიტვირთებით. სარისკო ქმედებებს მოერიდეთ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ, გარეული განვითარების კუთხით, ეს ის პერიოდია რომლის მსვლელობისას კარგად არ იქნება ჯერ კიდევ გარკვეული თქვენი ძირითადი პრიორიტეტები ცხოვრებაში, აქ შეიძლება ახალი იდეების წინაშე აღმოჩნდეთ რომელსაც, მაგალითად მეგობრების მხრიდან მიიღებთ ახალი თანამშრომლობის კუთხით, მაგრამ აქ მოგიწევთ კარგად დაფიქრება პრიორიტეტების შეცვლის თვალსაზრისით, ეს ის პერიოდია რომლის მსვლელობისას ზოგიერთ თქვენგანს მოუხდეს ცხოვრების სტილის შეცვლა. არ იჩქაროთ,დაფიქრდით კარგად, რათა შეცდომები არ დაუშვათ, კარგი იქნება ფრთხილად, მშვიდად გაიაროთ ეს პერიოდი, რათა მოემზადოთ შემდეგი კვირისთვის,რომელიც ამ მხრივ იქნება უფრო მეტად სასიკეთო თქვენთვის.

კირჩხიბი

ენერგო ტონუსი საკმაოდ მაღალია, ინტენსიური პერიოდი მსვლელობისას ბიზნესი, ან სასიყვარულო პარტნიორები აქტიურად  ზეგავლენას მოახდენენ თქვენს პერსპექტივებზე  გარკვეულ სტიმულაციას მოახდენენ თქვენს საქმიანი და შემოქმედებით აქტივობებისა, აქვე შეიძლება ძველმა სასიყვარულო კონტექსტსა, ან პარტნიორებმა იჩინონ თავი, რომელმაც შეიძლება ახალი სამსახურის წინაშე, ახალი ბიზნესპროექტის წინაშე დაგაყენოთ,ან გაგაცნოთ ადამიანი, რომელიც აუცილებელი იქნება თქვენი შემდგომი განვითარებისათვის ამიტომ ეს პერიოდი იქნება დაკავშირებული რომანტიკულ ნაცნობობასთან, ან გაგაცნოთ ის ადამიანები, რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენ შემდგომ განვითარებასთან. არა არის გამორიცხული ფინანსური პრობლემები წარმოქმნას.

ლომი

ენერგო ტონუსი ჯერ კიდევ დაბალია, ნუ გადაიღლებით, ნუ გადაიტვირთებით  სარისკო მოქმედებებს მოერიდეთ  ეს ის პერიოდია, რომლის მსვლელობისას დაძაბულობამ შეიძლება მოიმატოს,მათ შორის ურთიერთობებში.  მოგიხდებათ ადგილსამყოფელია ან სამსახურის შეცვლა, ან შეიძლება აღმოჩნდეთ ახალი კავშირების, ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების წინაშე, ყოველ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს უკვე დაკავშირებული გარკვეულ კონფლიქტური სიტუაციებთან, ან ურთიერთობების გაწყვეტასთან, ან ხელშეკრულებების მოულოდნელად დასრულებასთან მათ გაწყვეტასთან. ეს ის პერიოდია, რომლის მსვლელობისას თქვენი რეპუტაცია დაეცეს კიდეც საზოგადოებაში. არ არის გამორიცხული პრობლემები წარმოიქმნას შვილებთან მიმართებით ურთიერთგაგების შემცირების ნიადაგზე, ამიტომ ამ კუთხით იყავით ყურადღებით.

ქალწული

ენერგოტონუსი თქვენთვის უდავოდ მაღალია ეს ის პერიოდია, რომელიც ხელს უწყობს სოციალური სტატუსი გაუმჯობესებას, სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებს, სხვათა შორის სპორტში ხართ ჩართული, სპორტული კუთხითაც პერიოდი საკმაოდ კარგია, რაც ზრდის თქვენს ავტორიტეტს. შრომისუნარიანობა საკმაოდ მაღალია და პარტნიორთან მუშაობით შეიძლება სოციალურ კიბეზე საკმაოდ მაღალი დონე დაიკავოთ. შეიძლება გაიცნოთ გავლენიანი პირები, საინტერესო იდეები გექნებათ, რაც ხელს შეუწყობს თქვენი პოპულარიზაციის ზრდას. წყალქვეშა დინებები თქვენს შემთხვევაში თვალშისაცემი იქნება. თქვენ ცხოვრებაში შეიძლება გაჩნდეს რევოლუციური სულისკვეთება ზედმეტად ნოვატორული იდეები, რომელიც ყველასთვის არ იქნება მისაღები, აქედან გამომდინარე შეძლება გახდეს გარკვეული პრობლემების ფაქტორი, ოპონენტების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, რომლებიც გარკვეულწილად დრო და დრო დაგიბრუნებენ მიწაზე, ამიტომ ამან შეიძლება დაძაბულობა წარმოქმნა ამ პერიოდში.

სასწორი

ენერგო ტონუსი თქვენთვის დაბალია, ამიტომ ნუ გადაიღლებით საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. ეცადეთ არ გაცივდეთ, ეს ის პაროდია  რომლის დროსაც შეგიძლიათ არასტანდარტული აზროვნება, შემოქმედებით კუთხით პერიოდი ნამდვილად არა არის ცუდი, მაგრამ ფინანსური სირთულეები შეიძლება წარმოიქმნას. არასტაბილურობა ბიზნესს საქმიანობაში შეიძლება წარმოიქმნას, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი შანსიც კი დაკარგოთ სანამ თქვენ არჩევანს გააკეთებთ, ამ არჩევანის შედეგადაც ძალიან ბევრს ფიქრობთ, შეიძლება ფანტაზიების ნიადაგზე დროული არჩევანი ვერ გააკეთოთ, ეს პერიოდი ფრთხილად უნდა გავიაროთ ფინანსური კუთხით, არავითარ სარისკო მოქმედებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, რათა ეს არ გახდეს შემდგომი სირთულეების წარმოქმნის მიზეზი, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რათა ფრთხილად გავიაროთ ეს შედარებით რთული პერიოდი.

მორიელი

გექნებათ ინტერესი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ამიტომ გექნებათ ახალი იდეები, ახალი გეგმები. თქვენ გრძნობთ, რომ ეს პერიოდი ხელს უწყობს აქტიურ მოქმედებას, ენერგოტონუსისა მით უმეტეს, მაღალია ინტუიცია საკმაოდ მდგრადია, შეგიძლიათ სწორი ნაბიჯებს გადადგმა, სწორი არჩევანის გაკეთება. გაჩნდებიან ისეთ ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად გააღვივებენ თქვენს ინტერესს მატერიალური საკითხებისა და წარმოქმნის, ისეთ იდეებს, რომლები მოგცემენ გააზრების შესაძლებლობას, მაგრამ აუცილებლად გჭირდებათ თანმიმდევრულობა, ნუ ჩქარობთ იმიტომ, რომ შეიძლება ძველმა პარტნიორებმა, ან დაუსრულებელმა საქმეებმა გარკვეულწილად ხელი შეუშალოს თქვენს გეგმების რეალიზაციას და ამ მხრივ იყავით ყურადღებით.

მშვილდოსანი

ეს ის პერიოდია, როდესაც ენერგო ტონუსი შემცირებულია, ნუ გადაიტვირთებით, ნუ გადაიღლებით სარისკო მოქმედებებს მოარიდეთ თავი, ნუ იქნებით ზედმეტად სულსწრაფი, ეს ის პერიოდია, რომლის მსვლელობისას შეიძლება ახალი გეგმების დასახვა, აქ შეიძლება ახალი წინადადებების განხილვა, არ არის გამორიცხული, რომ ეს წინადადებები მიიღოთ მეგობრებისგან, ახლობლებისგან,  ნაცნობებისგან, ამავდროულად პრიორიტეტების დალაგება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება სწორედ აქ გაგიჩნდეთ პრობლემა იმიტომ, რომ სხვადასხვა სახის სურვილები გაგიჩნდეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი გამორიცხავ მეორეს, ეს ის პერიოდია, რომლის დროსაც შეიძლება უტოპიური წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ, ზღვარგადასული ფანტაზიის ნიადაგზე, რამაც შეიძლება შექმნას დამატებითი სირთულეები თქვენს ცხოვრებაში, ამიტომ ზედმეტი ფინანსური ხარჯის ტენდენცია მაღალია, გართობის ტენდენცია მაღალია და ამ ყველაფერს მიაქციეთ ყურადღება, რათა ფინანსური პრობლემები არ გამოიწვიოს.

თხისრქა

აქტიური და წარმატებული ნიშანია. ამ კვირის განმავლობაში ენერგო ტონუსი მაღალია, პერიოდი დინამიკურია ადვილად ამბობთ უარს ძველ ილუზიებზე, ადვილად დაასრულებთ, თუ რაიმე გქონდათ დასამთავრებელი ახალი იდეების რეალიზაციის კუთხით, ერთ-ერთი საუკეთესოა სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებისთვის, რომანტიკული ურთიერთობებისთვის ძალიან კარგია, შინაგანი შარმი, ქარიზმა, არნახულად მაღალია რომლითაც იზიდავთ პარტნიორებს. ფინანსური კუთხით ცოტა არასტაბილური პერიოდია, ზედმეტ ხარჯს უნდა მოერიდოთ, ყურადღებით იყავით ხელშეკრულებების დადების დროს.

 მერწყული

ენერგო ტონუსი დაბალია ერთ-ერთი რთული პერიოდია წლის განმავლობაში, რომლის მსვლელობისას შეიძლება ადვილად გაცივდეთ, გადაიღალოთ, ტრავმულმა, ავარიულმა პერიოდმა შეიძლება იჩინონ თავი, ემოციურმა არასტაბილურობამ შეიძლება იჩინოს თავი, ამიტომ ახალი მნიშვნელოვანი და სარისკო არ დაიწყოთ. ყოველდღიური საქმეებით  შემოიფარგლეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, მიეცით დახარჯულ ენერგიას აღდგენის დრო,  მეტად დაისვენეთ. 

თევზები

 ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია იმიტომ, რომ ენერგო ტონუსი საკმაოდ მაღალია. ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ეს პერიოდი ხელს უწყობს ახალი იდეების დასახვას, გარკვეული მატერიალიზაციასაც, დინამიკური პერიოდია. მოერიდეთ იდეალიზებას, იმ ადამიანებისას რომელიც თქვენ ირგვლივ იმყოფებიან, ამიტომ ზედმეტ ფანტაზიებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ზოგჯერ შეიძლება დაიძაბოს სიტუაცია მეგობრებთან, კოლეგებთან მიმართებით.