ფრთხილად! ამ კვირაში 3 მძიმე დღეა - ნახეთ, ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგია

კვირის დღეების ასტროპროგნოზი:

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს სავსემთვარეობაა, მძიმე ენერგიების დღე. განაპირობებს ნეგატიური მოვლენების ალბათობას, ჯანმრთელობის გაუარესებას, ტრავმების ალბათობას. იყავით ფრთხილი. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს და ახალს ნურაფერს დაიწყებთ. ატარეთ წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, სარდიონი ან ქარვა. სიზმარი ახდება. სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ოთხშაბათი

გამოავლინეთ მეტი მოთმინების უნარი, იყავით ფრთხილი და წინდახედული. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ბინის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია თმის შეჭრა, თავის მოვლა, საყიდლების გაკეთება. ატარეთ წითელი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, სერდოლიკი, მთის ბროლი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

განვითარდება ადამიანებში კომუნიკაბელურობა, გონებამახვილობა, დიპლომატიის უნარი. კარგია საყიდლების გაკეთება, მშენებლობის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი, ნარინჯისფერი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა, სარდიონი ან იასპი. სიზმარი ახდება. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას. სუსტდება გული, სისხლძარღვები, ხერხემალი, ნაწლავთა სისტემა.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის ,მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

არ ვარგა ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სარისკო მოქმედებები. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, სამეცნიერო კვლევა, ვაჭრობა, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ ვერცხლისფერი, მწვანე, ყვითელი, კრემისფერი, ნარინჯისფერი ან ყავისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ზურმუხტი ან ქრიზოპრაზი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მერწყულებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ ჩაერევით სხვების საქმეებში, მათი თხოვნის გარეშე. ნუ იქნებით პარტნიორულ ურთიერთობებში ზედმეტად მკაცრი და უსამართლო. მოერიდეთ რისკს და ახალი საქმის დაწყებას. ატარეთ ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ბეჟი, მწვანე ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, ონიქსი, მალაქიტი, ოპალი ან აქატი. სიზმარი არ ახდება. კარგია თმის შეჭრა, დიეტის დაწყება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის.

კვირა

კარგია სასიყვარულო და მეგობრული კონტაქტები. ეცადეთ მეტად გამოიყენოთ დიპლომატია და წახვიდეთ კომპრომისზე პარტნიორულ ურთიერთობებში. ნუ მოექცევით სხვების ზეგავლენის ქვეშ. ატარეთ წითელი, ლურჯი, ცისფერი, იისფერი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი მალაქიტი, ონიქსი, ოპალი, მთის ბროლი ან ამაზონიტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის.

 

წყარო: თბილისელები