"გადაცემის გასვლის შემდეგ ვთხოვ, ე ბიჭო, რაღაცა მითხარი, როგორი იყო-მეთქი? ფანოღი არ მოსწონს და..." - რას უწუნებს პაატა გულიაშვილს ვაჟი

PAATA

პაატა გულიაშვილის ვაჟი, გუგა გულიაშვილი აბიტურიენტია. როგორც მსახიობი და ტელეწამყვანი "პრაიმტაიმთან" ამბობს, მოხარულია, რომ გუგამ არჩევანი სამსახიობო ფაკულტეტზე არ გააკეთა და მას იურისტობა სურს. მამა თავის ვაჟს ახასიათებს და დასძენს.

პაატა გულიაშვილი: ძალიან პრინციპულია და ვხედავ მასში იურისტს. ჩემგან განსხვავებით საკმაოდ სიტყვაძუნწია. მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მშვიდად ვარ. რაგბის თამაშობდა და კარგადაც. საფრანგეთში უნდა წასულიყო, მაგრამ უარი თქვა. გული დამწყდა. მინდოდა რაგბის გაჰყოლოდა. მაგრამ სწავლა ამჯობინა.

სპექტაკლის ან ახალი გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ვთხოვ, ე ბიჭო, რაღაცა მითხარი, როგორი იყო-მეთქი? როცა არაფერს არ ამბობს, ეს ნიშნავს რომ არ მოსწონს. 

- ეს დუმილი კი თქვენ არ მოგწონთ...

- ხშირად დუმს. სხვა თაობაა. ჩემი სიმღერების მიმართულება, ფანოღი არ მოსწონს. ვუხსნი, რომ ეს ჩემი გემოვნების ნაწილი არ არის-მეთქი. ეს ძალიან კარგადაც იცის. როგორც სპექტაკლებშია, ამა თუ იმ პერსონაჟს ვთამაშობ, რომელთაგან ყველა არ მომწონს, ჩემი არ არის. 

- თუმცა თუ არ გემღერება, ძალით ვერ იმღერებთ.

- ქართველ კაცთან მსგავსი მუსიკა ახლოსაა. ჩემს ბავშვობაში ინდურ ფილმებს ყველა აძაგებდა და ბილეთს ვერ იშოვიდი კინოთეატრებში. გუგას უყვარს ჯაზი, ფირფიტებს აგროვებს.

- ჯაზს თუ უსმენს, ფანოღისგან ძალიან შორს იქნება.

- იცით, სერიოზულ ჯაზმენებს რომ მოასმენინეს ჩვენი ფანოღი, განცვიფრებულები იყვნენ. მსგავსი მელოდიურობა, ასე ჰარმონიულად შერწყმული ინსტრუმენტები, არსად მოგვისმენიაო. ეს მუსიკა ბაზარს აკმაყოფილებს და მე დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, ვინც ფანოღს უსმენს. ამ კონკრეტულ ბიზნესში თუ ხარ, ამ ჟანრსაც უნდა მოერგო. ჩემი გადაცემის შემდეგ, მსგავსმა გადაცემებმა ამ რითმებში დაიწყეს სიმღერების ჩაწერა-გაპიარება. იმიტომ რომ რეიტინგს წერს.

მიხარია, რომ გუგამ მსახიობობა არ აირჩია. ნერვები გაუფუჭდება. მიკვირს, როგორ ვუძლებ. როგორც მსახიობი, არავის ვურჩევ ამ პროფესიის არჩევას. შენი ბედი მაინც კონკრეტულ ადამიანებზეა დამოკიდებული. იღბალი დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ის იღბალიც იმ კონკრეტულ ადამიანს გახვედრებს. 

ჩემს შემოქმედებას რომ გადახედო, შეიძლება თქვა, კაი რაა, ამას რაღა უნდაო. მაგრამ ასე არ არის. იყო წვალება, ღამეების თენება. უნდა მოერგო იმას კონკრეტული ადამიანი როგორ ხასიათზე გაიღვიძებს, რას გეტყვის, უნდა გადახარშო... მერე ინტრიგები თეატრში, ტელევიზიაში... მოკლედ, გუგას ვერ დავუშლიდი მსახიობობას, მაგრამ გეტყვით, არ მემეტებოდა ამ ნერვიულობისთვის. 

- სანამ თავის მართვას ისწავლიდი, განტვირთვას როგორ ახერხებდი?

- ერთი პერიოდი სასმელში ვპოულობდი შვებას. წარმომავლობა მიწყობდა ხელს. მერე დავიღალე და სმას შევეშვი. ასაკს ჯერ არ დავაბრალებ, მაგრამ მაინც გღლის რაღაც. ერთი სული მაქვს ჩაწერის შემდეგ სახლში მივიდე და წამოვწვე... მე დიდ ენერგიას ვდებ ყველაფერში, რასაც ვაკეთებ. ზედაპირულობა არ შემიძლია.

ჩემს მომღერლობაზეც გეტყვით. თავს არ ვდებ ამაზე. მე არ ვარ მომღერალი. ნოტი არ ვიცი. სუფრასთან ვიმღერე ჩემი დაწერილი სიმღერა და ლაშა ღლონტმა და დათო არჩვაძემ წამიყვანეს, ჩაწერე ეს სიმღერა, კარგად მღერიო. ვიმღერე და მილიონობით ნახვა ჰქონდა. მივხვდი, რომ სიმღერა თეატრზე მეტ შემოსავალს მოიტანდა. თან ადვილად. ერთ საათში ვწერდი სიმღერას, შემდეგ კონცერტზე ვიმღერებდი და ორმაგ გასამრჯელოს ვიღებდი. აი, ამის შემდეგ დავიწყე ამ მიმართულებით რეპერტუარის შექმნა. 

საკუთარი თავი თელავის თეატრის ხელმძღვანელობამაც სულ სხვა მიმართულებით დამანახა.  მსახიობებთან ურთიერთობა საშიშია. მსახიობი ვარ და ვიცი, კულისებში ხელმძღვანელებზე რას ვლაპარაკობ. მაგრამ აი, ფრთხილად ვარ და 12 წელიც გავიდა... 

გეტყვით იმასაც, რომ მთლად კარგი ხასიათისაც არ ვარ. გარეთ ვხარჯავ ამ ენერგიას და სახლში, თეფშებს არ ვამტვრევ, მაგრამ არც მხიარული ვარ. ხშირად ოჯახში მთხოვენ, დაგველაპარაკეო. 

ჩემი ბიჭები უჩემოდ გაიზარდნენ, დედასთან. მე სულ გასული ვიყავი. ეგ თემა უშენოდაც დალაგებულიაო, მეტყვის ხოლმე ჩემი მეუღლე. მან თავისი კარიერა გადადო და მთელი დრო და ენერგია შვილების აღზრდას მოანდომა...

 

ასევე დაგაინტერესებთ:  "თურმე, ლექსზე მკვეთრად რეაგირებს გული და არა - ტვინი" - გერმანელი მეცნიერების კვლევა ლანა ღოღობერიძის წიგნში

,,მსგავსად სიყვარულის გამცემი ადამიანი, არ ვიცი... უკანასკნელი 15 წელი ვიცხოვრე მასთან..." - კახი კავსაძე 88 წლის გახდებოდა

"ერთმანეთი დავლეწეთ. ყურებზე ხელს მკიდებდა და თავს მიწაზე მარტყმევინებდა. დღე და ღამე ვარჯიშობდა..." - ზაზა კოლელიშვილი უცნობი ფაქტებით სოსო ჯაჭვლიანზე

სპექტაკლამდე გონდაკარგული მაკა, ერთ საათში სცენაზე თამაშობდა - "ჩემთვის ცხოვრება ორად გაიყო..." - რა მოხდა საგრიმიოროში?

Exclusive: "ხუთი წლის შემდეგ, ახლა პირველად ვამბობ..." - რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა დათო ოქიტაშვილს გიოზე

,,თავიანთი ტკივილი, შვილის დაკარგვა, თავს არავისთვის მოუხვევიათ... სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც არ სურდათ, თუმცა..." - ლილი ზღვაური 83 წლის გახდა