ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
უკვე მეოთხე კვირაა, რაც „რუსთავი 2“-ზე „პრაიმ ჰაუსი“ დაიწყო. შეგვიძლია, უკვე თამამად ვთქვათ, რომ რეალითი შოუ ყველა რეიტინგს ხსნის. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს თითქმის, 24 საათის განმავლობაში შეუძლია თვალი ადევნოს მონაწილეების ცხოვრებას, მაინც არის გარკვეული დეტალები, რომელიც კადრში ვერ ხვდება, თუმცა, საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს.
შოუ რომ მოულოდნელობით სავსეა, ეს მონაწილეების გუშინდელ გადაწყვეტილებაშიც ჩანს. ერთ-ერთი აუტსაიდერი ქეთი ჩერქეზია იქნება. ის „პრაიმთაიმთან“ პროექტში არსებულ სიტუაციაზე და მისი ცხოვრების შესახებ აქამდე უცნობი დეტალების შესახებ საუბრობს.
-„აუტსაიდერობას ველოდებოდი. ვიცოდი, რომ ვიქნებოდი. არ მქონია ამის შიში. დისკომფორტიც არ მაქვს. წინა კვირას იყო ისეთი საუბრები, თითქოს, ვიღაცა მაშინებდა, რომ დისლაიქს მაძლევდა. თითქოს ამის უნდა შემშინებოდა. მე და გიორგის თავიდან მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა. ურთიერთობა დაიძაბა კესოს მერე. ოღონდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კესო არაფერ შუაშია. აქ არის დამოკიდებულება, მიმართვა. არ აქვს მნიშვნელობა კაცი იქნები თუ ქალი.
ეს აგდებული დამოკიდებულება მონაწილეების მიმართ, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. გიორგის ჩემზე ძალიან ბევრი რამ უთქვამს. მსგავსი ტექსტები ჩემთვის მიუღებელია. შეურაცხყოფა მარტო დედის გინება არ არის. შეიძლება იყოს ნებისმიერი სიტყვა, რომელიც შენკენ წამოსულია იმის გამო, რომ დაგამციროს. ჩემთვის ეს მიუღებელია. მე, რომ შემოვედი პროექტში მზად ვიყავი. ჩემი სტრატეგიით ვთამაშობ. ვიცოდი, რომ ძნელი იქნებოდა პროექტში ყოფნა, რადგან ძალიან ემოციური ვარ.
მგონია, რომ ხალხზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. თანაბრად ვართ. ანის გიორგის გულშემატკივრები დაუდგებიან გვერდით. ვიცი, რომ შეიძლება ყველაზე ცოტა ხმა მე ავიღო. მაგრამ, ის, რომ მეშინოდეს აუტსაიდერებში ყოფნა, არა. ძლიერი მოთამაშე არის სალომე. ეს ამ კვირაში დავინახე. ბევრს გაუწევს სერიოზულ კონკურენციას. მაგრამ, მგონია ეს თვითონაც არ იცის. ფინალშიც მინდა, რომ იყოს“.
„ჩემი საჭმლის თემაც, ჩემი ემოციურობიდან წამოვიდა“
„რომ შემოვედით სტრესში ვიყავით. როცა სტრესში ვარ ვჭამ. შემიძლია ყველი და შოკოლადი ერთად ვჭამო. ისე მოხდა, რომ ისე ერთი კვირა ყველაფერი მძაბავდა. ჩემი აგრესიას ვერავინ დაინახავს. თუ გიორგისთან შეჯახებას არ ჩავთვლით. ამ კვირაში გადავწყვიტე, რომ აბსოლუტურად არაფრისთვის მიმექცია ყურადღება. არანაირი ნეგატიური სიტყვებისთვის. რაღაცა ვნახე, ავდექი, გავედი და უნდა მეთქვა, რომ ეს რატომ მაკადრე. მაგრამ, რაღაცამ შემაკავა. ამ დროს ისევ ემოციები მომაწვა და ვიტირე... არადა საერთოდ არ ვჭამ ბევრს“.
ტრაგედია, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა...
„28 წლის ვარ. ამ პერიოდში იმდენი, რამ ვნახე და ჩემ თავს გადავიდა. ბევრი რამ მოხდა... ოჯახში პრობლემა არ მქონია. იდეალური ოჯახი მყავდა. მაგრამ, ტრავმას რაც შეეხება, ყველა საყვარელი ადამიანი, ვინც მიყვარდა, ყველა დავკარგე. 16 წლის, რომ ვიყავი ბავშვობის დაქალი გარდამეცვალა. რომელიც ჩემს ქვემოთ ცხოვრობდა. ერთად ვიზრდებოდით. ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე. შიშები გამოიწვია. ამას კომპლექსები მოჰყვა. ახლა, როგორიც ვარ ვფიქრობ, რომ კარგი ადამიანი ვარ. მე როგორიც გარეთ ვარ, აქ ვერ ვარ ისეთი... ნეგატივი მძაბავს“.
ასევე ნახეთ: VIDEO: „ის არის საუკეთესო ბიჭი“ - ბერა ივანიშვილი ჯონი დეპს ექსმეუღლესთან სასამართლო დავაში გამარჯვებას ულოცავს