„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
უკვე მეოთხე კვირაა, რაც „რუსთავი 2“-ზე „პრაიმ ჰაუსი“ დაიწყო. შეგვიძლია, უკვე თამამად ვთქვათ, რომ რეალითი შოუ ყველა რეიტინგს ხსნის. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს თითქმის, 24 საათის განმავლობაში შეუძლია თვალი ადევნოს მონაწილეების ცხოვრებას, მაინც არის გარკვეული დეტალები, რომელიც კადრში ვერ ხვდება. თუმცა, საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს.
შოუ რომ მოულოდნელობით სავსეა ეს მონაწილეების გუშინდელ გადაწყვეტილებაშიც ჩანს. მათ სამი აუტსაიდერი - თეონა, ქეთი და ანი დაასახელეს.
შაბათს, 22:00 საათზე კი გაირკვევა, რომელი მათგანი გამოეთიშება პროექტს. თუ ბოლო სამ კვირას თვალს გადავავლებთ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გიორგი ნაზღაიძე აუტსაიდერი არ იქნება. ბევრი, ამ მოცემულობას კონკურსანტების შეცვლილ ტაქტიკას უკავშირებს. ამ და სხვა ბევრ საკითხზე „პრაიმთაიმმა“ პროექტის ერთ-ერთი მონაწილესთან, გიორგი ნაზღაიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა პროექტში დაპირისპირებაზე, კონკუსანტებთან ურთიერთობაზე და მის სამჯერ აუტსაიდერად დასახელებაზე.
„თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი. იმიტომ, რომ თამაში იმ სტადიაში არ იყო წასული, რომ მაგალითად, მსგავსი გააკეთო. (გიორგის მარტო დატოვება). ან საერთოდ, როგორ უნდა გააკეთო? მსგავს თამაშზე, რომ წავიდნენ შეურაცხყოფილი ვიყავი. რატომღაც თითზე დაიხვიეს ჩემი ასაკი. ეგონათ, რომ პლუსი ჰქონდათ. 38 წელი არაფერი ასაკი არ არის. მეორე, შოუ +18-ია . მესამე ის, რომ პროექტში ჩვენ გვყავს ოცდაათი, ოცდაცხრა წლის. იფიქრეს, რომ ამას დავიხვევთ თითზე. არ ვიცი, მგონია, რომ ის საქციელი რაც მათ ჩაიდინეს მათ წინააღმდეგ წავიდა.
რაც შეეხება მიმდინარე კვირას, 60%-ით მეგონა, რომ ავტსაიდერი ვიქნებოდი. მაგრამ, ის ზუსტად ვიცოდი, რომ ანი იქნებოდა. ეს გათვლა იყო. მონაწილეები იძახიან, რომ არ არის. ყველაფერი გათვლითია. არის ამის ვიდეომასალაც, როდესაც ჭორაობენ, ჩურჩულებენ. როდესაც რაღაცებს წერენ. ისე დაემთხვა, რომ ბიჭები მიდიან პროექტიდან. გოგო დარჩა ბევრი. დრო მოვიდა იმის, რომ გოგოებიც ჩავრთოთ თამაშში. თამაშის ტაქტიკა კი ალბათ, შეიცვალა. ჩემმა გულშემატკივარმა ისეთი მხარდაჭერა გამომიცხადა სავარაუდოდ, ამის შიში გაუჩნდათ, რომ ამ ეტაპზე, ჩემთან ერთად დაჯდომა არ უნდათ. მადლობა ამისთვის ჩემ გულშემატკივარს.
ემიგრანტები ისე მიდგანან გვერდით ვერ აგიხსნით. წარმოიდგინეთ უცხოეთში ადამიანი წასულია შრომობს, წვალობს. იმისთვის ათავისუფლებს თავის დროს, რომ გვერდში დაგიგდეს. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფულს რიცხავდნენ და ამბობდნენ, რომ ჩემთვის დაემესიჯებინათ. მადლობა ყველა ადამიანს. შევეცდები ყველანაირად, რომ მათი იმედები გავამართლო. როდესაც მე, ლაშა და როიალი ვიყავით. ჩემი ფოტოები მაზანაშვილის ნომრით გავრცელდა. რამაც მის მხარეს დამესიჯება გამოიწვია. სამწუხაროა, რომ გამარჯვებისთვის ამ ხერხს მიმართავენ“.
„არავის არასდროს ვაპატიებ ოჯახის შეურაცხყოფას. პროექტი პროექტია, მაგრამ არის რაღაც ზღვარი“.
„გათვლა ის იყო, რომ ისეთი ადამიანი დაეყენებინათ გვერდში, რომ მე წამეგო და პროექტი დამეტოვებინა. მაგრამ, პირიქით აღმოჩნდა. ჩემი გულშემატკივარი გვერდში დამიდგა... მონაწილეები მეუბნებიან, რომ შენ უკვე ცნობილი იყავიო. პატრიკიც ასე. ყველას იცნობენ კონკრეტულ სფეროში. არიან ტიკტოკერები, იუთუბერები. ძალიან ბევრ ადამიანს ჩემს მიმართ დადებითი შეფასება არ ჰქონდა. იმიტომ, რომ ეკრანებზე პირდაპირი და ხმამაღალი აზრების დაფიქსირებით გამოვირჩეოდი. მგონია, რომ მაყურებელმა დაინახა როგორია, ნამდვილი გიორგი. ხედავს, როგორია თავისი მინუსებით, პლუსებით, ემოციებით. ჩხუბი, (მაგიდის ინციდენტი) რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოხდა, კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ გოგოების იქ ყოფნა უნდა გამეთვალისწინებინა. მაგრამ, არ ვნანობ მაგიდის ატრიალებს. არავის არასდროს ვაპატიებ ოჯახის შეურაცხყოფას. პროექტი პროექტია, მაგრამ არის რაღაც ზღვარი“.
„მაყურებელი ალბათ, დროთა განმავლობაში დაინახავს, ვინ არის ანი ჩემთვის“
„ანი ამ პროექტში ძალიან შემიყვარდა. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იმაზე მეტს, ვიდრე ზოგადად ბევრს ჰგონია. მინდა, რომ ამ ყველაფერს ძალიან გავუფრთხილდე. მე ჩემი ხასიათი, რომ ვიცი ვცდილობ, რაღაცებში თავი ვაკონტროლო, რომ ანის რამე არ ვაწყენინო. გვერდში დავუდგე. ყურადღება არ მოვაკლო. დღეს, ანის ძალიან სჭირდება ეს ყურადღება. მინდა, რომ შაბათამდე ძალიან გვერდში დავუდგე. იმიტომ, რომ როგორც მე ვარ მარტო, ასევე, ანია მარტო. მაყურებელი ალბათ, დროთა განმავლობაში დაინახავს, ვინ არის ანი ჩემთვის. თვითონ უნდა გამოჩნდეს. მე ვერ ვიტყვი ვინ არის ის ჩემთვის. მეგობარია თუ მეგობარზე მეტია. ამას ალბათ, დრო და ურთიერთობები გვიჩვენებს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ანი ის ქალია, რომელიც მე მიყვარს... მაყურებელი მოვატყუო, ან შეცდომაში შევიყვანო იმიტომ, რომ რეიტინგი დავიწერო. ამ თამაშს მე არ ვთამაშობ. არ მინდა. თვითონ დრო გვიჩვენებს ყველაფერს“.
„პირველი დღიდან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. რაღაც ფლირტის დონეზეც“
„კესო როგორც მოთამაშე ვფიქრობ, რომ საინტერესო პერსონაჟი იყო. ვთვლი, რომ არასწორად დატოვა პროექტი. თავისი სულელური საქციელის გამო და მიეხმარნენ... მაგრამ, დატოვა ისე, რომ ხალხს თავი დაამახსოვრა. მონაწილეებს მაინც. ისეთი ნაბიჯები გადაგა ლაივზე, რომ... კესომ ლაივის დაწყებამდე მითხრა, დღეს მოემზადეო. მაგრად დადექიო. შერიგებულები კი ვიყავით, მაგრამ შეიძლება, წყენა დარჩენილი ჰქონოდა და შურისძიება მომხდარიყო. მთელი გადაცემა ამბობდა... ვუყურებდი და ვფიქრობდი, ბრავო! გაოცებული ვიყავი. აი, ნამდვილი მოთამაშე არის კესო. მე მასთან პირველი დღიდან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. რაღაც ფლირტის დონეზეც. მე ეს რაღაცისთვის არ გამიკეთებია. კესო მომეწონა. უბრალოდ, მერე აურიეს კესოს, ამრიეს მე და ჩვენი შეჯახება მოხდა. ქუჩაში, როცა ვნახავ, დავურეკავ, ან დამირეკავს აუცილებლად კარგად მოვიკითხავ“.
პროექტში დაკარგული მეგობარი - „ადამიანურად გული დამწყდა“
„პატრიკი ამ პროექტში სხვანაირად დავინახე. ჩვენ აღარ ვმეგობრობთ. აღარ ვიმეგობრებთ არასდროს... ჩემი და პატრიკის გზები გაიყო. არც ამხანაგის დონეზე. აქ, უბრალოდ, პროექტში ვართ და ურთიერთობა გვაქვს. მაგრამ, ცხოვრებაში ჩვენი გზები არ გადაიკვეთება. გამორიცხულია. მე პატრიკს პროექტამდე ვნახულობდი. ვსაუბრობდით ამ შუზე. ვგემავდით რაღაცებს, რომ ერთად გუნდურად ვმდგარვიყავით. მეგობრულად ვყოფილიყავით. მერე რაღაც მოხდა პროექტში. არ ვიცი... ადამიანურად გული დამწყდა. მაგრამ, სჯობს მალე გაიგო რაღაც, ვიდრე რაღაც ტყუილში იყო. მე ასე ვფიქრობ“.
„შეეგუონ წაგებას. მე მოვიგე...“
„სალომე მოვიდა ფურცლებით. ღმერთმა ხელი მოუმართონ... ადამიანმა წააგო. შეეგუონ წაგებას. მე მოვიგე. შეეგუონ ჩემ მოგებას. ეს თამაში აღარ არის, ალბათ, უფრო ბრძოლაა. არ მგონია, რომ რადგან გუშინ აუთსაიდერებში არ დამასახელეს ჩემი გაგდება არ უნდათ. უბრალოდ, ამ ეტაპზე ვერ ფიქრობენ, რა კუთხით უნდა მომიდგნენ. ყოველთვის ვეუბნები მონაწილეებს, რომ გამოარჩიონ საკუთარი თავი, მაყურებელი უფრო შეიყვარებს. ამისთვის დროს და ენერგიას არ ხარჯავენ. დროს ჩემი წყობიდან გამოყვანაში ხარჯავენ. ჩემზე ჭორაობაში. მაყურებელი კიდევ ვერ ხედავს იმას, რომ როდესაც მე საძინებელში ავდივარ ქვემოთ, ოთახში საუბრობენ ჩემზე. გვერდით. გესმის ყველაფერი. ყველა ცუდს საუბრობს. მერე რომ ვიფეთქებ, მაყურებელი ამბობს, რომ გიორგის თავში აუვარდა. თავში კი არ ამივარდა, მძიმეა, როდესაც შენს წინააღმდეგ ბევრ შეურაცხყოფას ისმენ და ამაზე არ შეგიძლია, რეაგირება მოახდინო. იმის გარდა, რომ იფეთქო“.
გიორგი „პრაიმთაიმთან“ საუბრისას იმ მონაწილეებს ასახელებს, რომელთაც სავარაუდოდ, ფინალში ვიხილავთ. ასევე, ამბობს მისი პროექტში ჰყოფნის მთავარ მიზანს.
„ავთოს, ანის, როიალს და პატრიკს აქვს შანსი ფინალში იყოს... ლიზაც მგონია, მაგრამ შეიძლება გაწირონ. ჩემი პროექტში ჰყოფნის მიზანი კი - შვილის დაბრუნება, კარიერული წინსვლა და დღეს უკვე მესამე - ბოლომდე მივიყვნო ეს საქმე. იმიტომ, რომ დღეს დანებებას აღარ ვაპირებ.