გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
"პრაიმჰაუსში" გიორგი ნაზღაიძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სასიყვარულო სამკუთხედს უკავშირდება თუ თამაშის სტრატეგიას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რეალითი შოუს მაყურებლები აქტიურად წერენ, რომ ანი ყიფშიძე პროექტიდან გასულ კვირას გავარდნილ ლიზი ქონიაძეზე ეჭვიანობს და ამიტომაც, მას და გიორგი ნაზღაიძეს შორის დაძაბული ურთიერთობა პიკს აღწევს.
საზოგადოების მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ანი ყიფშიძის და გიორგი ნაზღაიძის თამაშის სტრატეგიაა.
სასიყვარულო სამკუთხედი თუ თამაშის სტრატეგია?! - ამაზე "პრაიმტაიმი" გიორგი ნაზღაიძეს ესაუბრა.
"ლიზი ძალიან კარგი მეგობარია, უბრალოდ სამწუხაროა, რომ საზოგადოების ნაწილისთვის გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობა მიუღებელი და გაუგებარია.
რაც შეეხება ანის, ჩემი ტრაგიკული ისტორიის გამო ვთვლი, რომ სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობისთვის მზად არ ვარ, არ მინდა, ვინმე ისევ ძალიან შემიყვარდეს...
ჩვენი კოცნა (ანის და თავად გიორგის შორის) ერთი კოცნის და მოწონების ისტორია. რაც შეეხება მოწონებას, შესაძლოა, ადამიანს ბოლომდე ვერ გაუგო მეორე ადამიანს და დასრულდეს პირად ურთიერთობაზე ფიქრი.
მე პირადად, ამ სამკუთხედში არ ვმონაწილეობ, და მეტიც - ჯობია ანის ესაუბროთ...
სამწუხაროდ, დღეს, ანისთან ხმამაღალი საუბარი მომიწია, არ მინდა ვინმეს გული ეტკინოს, მე არც ნიშნობის ბეჭედი გამიკეთებია არავისთვის და არც ერთი კოცნის გამო შეიძლება იძახო "ჯიგარი მეწვისო"...
ანის ამ ფრაზაზე ვფიქრობ, რომ ეს თამაშის სტრატეგიაა და ის მიტოვებული, ჩაგრული ქალის როლს თამაშობს, რადგან საზოგადოება ასეთ თემაზე სოლიდარულია... მე ეს თემა საბოლოოდ დავხურე და იმედი მაქვს, რომ "ჯიგარი აღარ დაეწვება".
აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ანი ჩემთვის მეგობარია და თუ ისიც ჩემთან მეგობრობას შეძლებს, ძალიან გამიხარდება. მას როგორც მეგობარს ძალიან თბილად ვუყურებ და ძვირფასია, ამის მეტი მხოლოდ ერთი კოცნის გამო ვერ მოხდება, პირადი ურთიერთობა ვერ განვითარდება." - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.