EXCLUSIVE: "მითხრა, როცა ტელევიზორში გხედავ, მაშინვე სხვა არხზე ვრთავთო..." - რატომ ვერ უყურებს ლადო აფხაზავა მაკა შალიკაშვილს

შალიკაშვილი

მაკა შალიკაშვილმა უცნაური ისტორია გვიამბო. ამბავი იმაზე, თუ რატომ არიდებდა სამარშრუტო ტაქსიში მის გვერდით მჯდომი ლადო აფხაზავა თვალს. აღმოჩნდა, რომ საქვეყნოდ ცნობილი პედაგოგი, მაკას თავის გარდაცვლილ დედას ამსგავსებს...

აი, რა უამბო "პრაიმტაიმს" მსახიობმა.

მაკა შალიკაშვილი: ამოვიდა სამარშრუტო ტაქსიში და დამინახა თუ არა, დაიბნა: უცნაურად იქცეოდა, იქით გადავჯდებიო, თავს მარიდებდა; ვერ მივხვდი, რა მოუვიდა. რა ვიცი, მის გულში რა ხდება. და აი, თურმე რა... მიყვება ასეთ რამეს:

მე და ჩემი სამი და ვერ გიყურებთ, შენს დანახვაზე ტკივილი გვიახლდება. როდესაც ტელევიზორში გადაგაწყდებით, მაშინვე სხვა არხზე ვრთავთო... ყბა ჩამომივარდა, რატომ-მეთქი? დედაჩვენს ჰგავხარ და შენი ყურება არ შეგვიძლიაო...

ლადო აფხაზავა: სამარშრუტო ტაქსიში ჩემს გვერდით რომ აღმოჩნდა, მეუცნაურა. მინდოდა სხვაგან გამეხედა. საოცრად დავიბენი, მაგრამ ისეთი კონტაქტურია, ვის რას დააცდის. მოკლედ, ჩემი უცნაური საქციელის მიზეზი გავუმხილე.

დედას მადლენა ერქვა, მაგრამ ციურის ვეძახდით. 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედას გარდაცვალების შემდეგ, მისი ასაკის ქალბატონებს დედად აღვიქვამდით. სულ გვენატრებოდა. 30 წელია გარდაცვლილია და ჯერაც ვერ მოგვინელებია...

მოკლედ, მაკას რომ ტელევიზორში ვხედავდით, ჩვენი წამება რომ არ გაგრძელებულიყო, ვთიშავდით ტელევიზორს, ან სხვა არხზე გადავრთავდით, ან სულაც უცებ თემას ვცვლიდით. (თუმცა გვიყვარს ჩვენი ოქრო გოგო.) ჩვენი ამ საქციელის მიზეზი გახლდათ ის, რომ მაკა საოცრად ჰგავს ჩვენს გარდაცვლილ დედას. ტიპაჟით ჰგავს. თან ასაკში უფრო და უფრო დაემსგავსა.

მაკამ თავისი ქარიზმითა და უშუალობით, მგზავრობისას, ლადოს "შიშები" მოუხსნა და ურჩია, ამიერიდან მიყურე, ტელევიზორი აღარ გადართოო...

ასევე დაგაინტერესებთ:  "კლინიკური სიკვდილის მერე, დამირეკა და მითხრა: ნუ გეშინია, ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, სანამ..." - ლანა ღოღობერიძე გია ყანჩელზე

"ჯერ ქალიშვილი გარდაეცვალა; შემდეგ მეუღლე და ვაჟი ფსიქიკურად დაავადდნენ. ამან მსახიობი საბოლოოდ გაანადგურა. შვება კი სასმელში იპოვა..." - ტრაგიკული ფრუნზიკ მკრტჩიანის ცხოვრების დეტალები

"ჩიორას" შემდეგ ისევ ზღვაზე - 37 წლიანი პაუზით "მარი" კინოს უბრუნდება