„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
90-იან წლებში ჰიტად ქცეული სიმღერის "შენ გაკოცებ" შემსრულებელი ბაჩო ჩუბინიძე პოლონელ ულამაზეს მოდელზე ქორწინდება.
ის პოლონეთში ცხოვრობს და პატარა მომღერალი, საქართველოში ყველასთვის საყვარელი ბაჩო, უკვე წარმატებული დიპლომატია. მანამდე კი, ბავშვობაში, მომღერლობასთან ერთად ის ტელეკომპანია იბერიაში გადაცემა "კრაზანების" წამყვანიც იყო.
წყვილი სოციალურ ქსელებში ფოტოებს აქტიურად აქვეყნებს.
როგორც "პრაიმტაიმს" ასევე, ცნობილმა ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ განუცხადა, მისი შვილი მაგდალენა ვინიჩენკოზე მალე იქორწინებს.
"მაგდალენა ვინიჩენკო მოდელია, ბაჩო და მაგდალენა ალბათ, ზაფხულში იქორწინებენ" - ამბობს სამამთილო.