გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
როგორ დაამარცხა გიორგი გილიგაშვილმა ავთვისებიანი სიმსივნე? მსახიობმა "პრაიმტაიმთან" საუბრისას თქვა, რომ როცა ის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაციას იკეთებდა, საქართველოში მისთვის მონასტრებში სასულიერო პირებთან ერთად, მრევლი ლოცულობდა.
თავად გიორგი კი სიყვარულს და მოყვასისთვის ლოცვის სასწაულებრივ ძალას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ სულ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ოპერაციის მიუხედავად, თავს კარგად გრძნობს და საქართველოში სამი დღის დაბრუნებული უკვე ხმის ჩამწერ სტუდიაში იმყოფებოდა.
ასე უთხრა გიორგიმ კიბოს "შენმა მზემო" და დაემშიდობა...
"თავს ლეგენდარულად ვგრძნობ, ნამდვილად... მინდოდა, ამ ოპერაციის შემდეგ, შეცვლილი ხმით ლექსი ჩამეწერა და სტუდიაში ვიყავი, ეს ჩემი ისტორიაა და მინდოდა შემომენახა.
ახლა, ახალ ფილმს მივიღებთ, რომელსაც "ცხრა ძმა" ჰქვია, ჩემი მეგობრები, ფილმის მონაწილეები, რეჟისორები, ძმაკაცები ყველა ჩემს გვერდითაა, მათ ისე მიიტანეს გულთან თავიანთი ცოდვილი, წვეროსანი ძმის დარდი, რომ ჩემს მიმართ საოცარი მხარდაჭერა გამოხატეს.
ფარისებრი ჯირკვლის 12 კვანძი უკვე ამომკვეთეს, აქედან რვა ავთვისებიანი იყო.
ისე მოხდა, რომ ყველა მონასტერი, ჩვენი დედები და მამები ერთხმად ლოცულობდნენ ჩემი გამოჯანმრთელბისთვის. მათთან ერთად მრევლი ლოცულობდა, ქრისტეს სახელს ხმამაღლა რომ ვქადაგებ, ამის გამო განსაცდელი უნდა მიმღო, ამისთვის მზად ვიყავი.
სულ ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ზედმეტი მავნე ჩვვევისგან თავს ყოველთვის შორს ვიჭერდი. უკვე ყველაფერი რაც ავთვისებიანი იყო ამოკვეთილია, თუ რამ დარჩა მალე დასხივების თერაპიას დავიწყებ და მალე დაგიბრუნდებით, თავს ლეგენდარულად ვგრძნობ და კიდევ უფრო ლეგენდარულად ვიქნები.
მინდა ვთქვა, რომ სიყვარულზე წინ, არც ჯანმრთელობა და არც გარდაცვალება არ დგას. ასმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, გარემო იმაზე მეტად შევიყვარო, ვიდრე დღეს მიყვარს. სიყვარულია მხოლოდ მარადიული..." - ამბობს გიორგი გილიგაშვილი.