საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
რამდენიმე დღის წინ ინფლუენსერი თი მაჭავარიანი დაქორწინდა. წყვილმა განსაკუთრებული დღე მოიწყო და ცერემონია სურამში გაიმართა. მას შემდეგ, რაც თის მეორე ნახევარმა, დათუნა გაფრინდაშვილმა ხელი სთხოვა, გამომწერები დაინტერესდნენ, აპურებს თუ არა წყვილი საერთო შვილის ყოლას.
„მე და დათუნას ძალიან გვინდა საერთო შვილი, თუმცა, ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვგეგმავთ ამას. ჯერ ძალიან ბევრი სხვა გეგმა გვაქვს - კარიერული და პირადი, აქედან გამომდინარე, ბავშვიც იქნება, თუმცა, ახლო მომავალში არა.“ - თქვა თი მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, თი მაჭავარიანს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, რომლებიც მასთან იზრდებიან.