შენობები „სტიროქაფით" იყო აშენებული... - მაშველებს ადგილზე დაუჯერებელი სურათი დახვდათ (ვენესუელა)
1782851424
რამდენიმე დღის წინ ინფლუენსერი თი მაჭავარიანი რჩეულზე დაქორწინდა. წყვილმა განსაკუთრებული დღე მოიწყო და ცერემონია სურამში გაიმართა. როგორც ჩანს, თიმ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა მიიღო და სოციალურ ქსელში საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.
„ჩვენი ჯვრისწერის ადგილმდებარეობით ძალიან ბევრი დაინტერესდა. ძალიან მიხარია, რომ ეს პატარა და საყვარელი გარემო აღმოვაჩინე. იდეალური იყო იმისთვის, რაც მინდოდა. 3 დღით ავიღეთ ხუთივე კოტეჯი ჩვენი მეგობრებისთვის. ცხელი აუზით ნებივრობა -4 გრადუსში ძალიან სასიამოვნო იყო.“ - წერს თი მაჭავარიანი.