„ძალიან დიდ ზიანს ვაყენებდი ორგანიზმს... ანორექსიის ნიშნებიც მქონდა... 50 კილო დავიკელი" - ლუკა შაფაქიძე

ლუკა შაფაქიძე

„პრაიმ ჰაუსის“ მე-3 სეზონის ერთ-ერთი მონაწილე ლუკა შაფაქიძეა, რომელსაც „პრაიმტაიმი“ ესაუბრა.

 ლუკას ჭარბწონიანობასთან ჰქონდა პრობლემა, მან 50 კილო დაიკლო, თუ როგორ, ამას თავად მოგვიყვება:

125 კილო ვიყავი და 50 კილო დავიკელი, დაახლოებით. ყველას ვურჩევდი, არასდროს გააკეთონ ისეთი დიეტები, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ასევე, არ იშიმშილონ.

მე პირადად, ცილოვანი დიეტით დავიკელი, ვხვდებოდი, რომ ძალიან დიდ ზიანს ვაყენებდი ჩემს ორგანიზმს, ჩემს თავს და მენტალურ მდგომარეობას, ანორექსიის ნიშნებიც მქონდა. ბოლოს ვიპოვე ჩემს თავში ძალა, ფსიქოლოგებიც დამეხმარნენ. 

თუ საკუთარ თავში რაიმეს შეცვლას გადაწყვეტთ, ეს უნდა იყოს თქვენი სურვილი და არა სხვების აზრი, რომ სხვებს უნდა ასე და სხვებს მოეწონება. მიიღეთ თქვენი თავები ისეთები, როგორც ხართ. თუ ჭამა უფრო გიყვართ ვიდრე სიგამხდრე, მაშინ ჭამეთ“, - ამბობს ლუკა.