„პრაიმ ჰაუსი“ განცხადებას ავრცელებს

პრაიმ ჰაუსი

ხმის მიცემის წესებთან დაკავშირებით, „პრაიმ ჰაუსი“ განცხადებას ავრცელებს.

„ხმის მიცემის წესები: ხმის მიცემა შეწყდება შაბათის ლაივის დროს; ხმის მიცემა შესაძლებელია სატელეფონო ზარების,სმს-ებისა და ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით; აუთსაიდერებს მინიჭებული აქვთ მხარდამჭერი ნომერი, რომელიც გამოსახულია ფოტოზე. მობილურით დარეკვისა და სმს-ის ღირებულება შეადგენს: 50 თეთრს. ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი ქსელით. ზარებისა და სმს-ების დაფიქსირება შეგიძლიათ შეუზღუდავად; ფეისბუქ მესენჯერში თქვენი ხმის დასაფიქსირებლად უნდა გახსნათ „პრაიმ ჰაუსის“ ოფიციალურ გვერდზე პირადი შეტყობინების ფანჯარა და დააჭიროთ #Getstarted.

თუ ერთხელ უკვე დაფიქსირებული გაქვთ ხმა, ყოველ შემდეგი ხმის მიცემის დაწყებისთვის მოგვწერეთ /start რის შემდეგაც შეძლებთ ხმის მიცემას. შემდეგ კი ხმა მისცეთ თქვენს რჩეულ მონაწილეს. ფეისბუქზე ხმის მიცემა შეგიძლიათ შეუზღუდავად. თანაც შეგიძლიათ გადაანაწილოთ თქვენი ხმები სხვადასხვა მონაწილეზე, ან აირჩიოთ მხოლოდ 1 ფავორიტი. ხალხის რჩეული გამოვლინდება შაბათის  პირდაპირი ეთერის დროს!“ - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, შაბათს აუტსაიდერების სკამზე იხილავთ: პაატა თედიაშვილს, ირაკლი მახარაძეს და დიმიტრი ლიპარტელიანს.