ცოფიანი ძაღლი

შემთხვევა • 1792511581

„რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა - აუცილებელია ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა!“ - სურსათის ეროვნული სააგენტო

რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, აუცილებელია ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა!„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება რუსთავიდან თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის შესახებ, რომელიც მოკვდა. მოქალაქის განმარტებით, მან ძაღლი იპოვა 8 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერში, საიდანაც იმავე დღეს გადაიყვანა ერთ-ერთ კლინიკაში, ხოლო შემდეგ - სხვა კლინიკაში. ამავე დროს, სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკარგული ძაღლის შესახებ.სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად ძაღლის პათოლოგიურ მასალაში დადასტურდა დაავადება ცოფი (გამოცდის ოქმი №10367/1).სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ქალაქ რუსთავის მოსახლეობას - ყველამ, ვისაც 30 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის პერიოდში ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდა შავი ფერის ძაღლთან, რომელსაც ყელის არეში თოკი ჰქონდა შებმული, დაუყოვნებლივ მიმართოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს ან სამედიცინო დაწესებულებას კონსულტაციისა და შემდგომი მოქმედებების განსაზღვრის მიზნით.სააგენტოს ინფორმაციით, ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა ათეულობით ადამიანს, მათ შორის, რუსთავისა და თბილისის ვეტერინარული კლინიკების პერსონალს (კლინიკები:ზოოპლაზა - თბილისი, კოსტავას ქუჩა, ვეტჰაუსი - მიცკევიჩის 70 და რუსთავი - ვეტ სითი), რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებას უკვე მიმართეს. აღნიშნულ კლინიკებში ჩატარდა სადეზინფექციო სამ,უშაოები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.გთხოვთ, გამოიჩინოთ გონიერება და დროულად მიმართოთ რაბიოლოგს.დაიცავით საკუთარი და გარშემომყოფების სიცოცხლე!“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

სალომე კაპანაძე

საზოგადოება • 1792180303

"ნელ-ნელა შეიცვალა ფერი და ზომა..." - სალომე კაპანაძე, მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, თურქეთში გაემგზავრა

ცნობილი ინფლუენსერი სალომე კაპანაძე თურქეთში იმყოფება. სალომე თურქეთში მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ გაემგზავრა. ამის შესახებ, მან ინსტაგრამზე თავად დაწერა, როგორც გაირკვა, მას მელანომის დიაგნოზი დაუსვეს."პეტი გადავიღე და მეტასტაზები ორგანიზმში არ არის. მელანომას პირველი სტადიაა, რომ არ მოგატყუოთ გამიკვირდა იმიტომ რომ 2 წელი პატარა დრო არ არის და მადლობა ღმერთს, რომ საწყის ეტაპზე აღმოვაჩინეთ" - წერს სალომე.როგორც ინფლუენსერი საკუთარ გვერდზე წერს, თავდაპირველად მცირე ზომის ხალი "პრაიმ ჰაუსის ოლსტარში" მონაწილეობის დროს გაუჩნდა მკლავზე. 2024 წლის შემდეგ კი ხალმა ფერიც და ფორმაც არაერთხელ შეიცვალა."როგორც ასეთი დაავადება ძალიან საშიშია, მაგრამ რადგან საწყის ეტაპზე აღმოვაჩინეთ მარტივად მოგვარდება. ჭკვიან წამალზე და იმუნოთერაპიებზეა საუბარი, ჯერ კიდევ გამოკვლევებზე დავდივარ და ფრენის გადადებაც მომიწევს, რადგან სამ დღეში ყველაფერი ვერ ესწრება. დღეს მინი ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, ის კონკრეტული ადგილი კიდევ უნდა გამიჭრან და უფრო დიდ ტერიტორიაზე ნახონ თუ არის გავრცელების საშიშროება. მაგრამ იქამდე ბევრი გამოკვლევები და ანალიზები არის საჭირო. აქ არაპროფესიონალურად არავინ მომკიდებს ხელს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ფრენა არ გადამედოს" - წერს სალომე კაპანაძე. 

აშშ სენატი

მსოფლიო • 1791958779

12 სენატორი დონალდ ტრამპს რუსული დიზელის საწვავის მსოფლიო ბაზარზე დაშვების შეთანხმების გაუქმებას სთხოვს – „პუტინი ტირანია, გამოდით ამ შეთანხმებიდან“

აშშ-ის ორივე პარტიის წარმომადგენელმა სენატორებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილით მიმართეს და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მიღწეული შეთანხმების გაუქმება სთხოვეს, რომელიც რუსული დიზელის საწვავის მსოფლიო ბაზარზე გატანას ითვალისწინებს. ამის შესახებ ნათქვამია დემოკრატი სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. წერილს დემოკრატი სენატორები რიჩარდ ბლუმენტალი, კრის კუნსი, დიკ დერბინი, ჯეკ რიდი, ჯინ შაჰინი და შელდონ უაითჰაუსი, ასევე რესპუბლიკელები ალან არმსტრონგი, სიუზან კოლინზი, ჯონ კორნინი, მიჩ მაკკონელი, ლიზა მურკოვსკი და ტომ ტილისი აწერენ ხელს.„მოსკოვისთვის შესაძლებლობის მიცემა, რუსული დიზელის საწვავი მსოფლიო ბაზრებზე შეზღუდვების გარეშე გაყიდოს, აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებს აზიანებს და უკრაინელი ხალხის ღალატია. უკრაინელები კვლავაც თავს იცავენ პუტინის სასტიკი და უკანონო ომისგან. ეს შეთანხმება ჩვენი მოწინააღმდეგისთვის საჩუქარია და ჩვენი მოკავშირეებისთვის ღალატი. ის უნდა გაუქმდეს“,- წერენ სენატორები.სენატორები ტრამპს მოუწოდებენ, შეთანხმების ნაცვლად დაუყოვნებლივ დაიწყოს ახლახან მიღებული „ლინდსი გრემის კანონის“ ფარგლებში გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება.„ეს უფლებამოსილებები თქვენგან მოითხოვს, ეკონომიკური ზეწოლა მოახდინოთ რუსეთზე და მისი ომის მთავარ მხარდამჭერებზე, მათ შორის ჩინეთზე. ამით გააძლიერებთ თქვენს პოზიციებს მოლაპარაკებებში და შეძლებთ, სწრაფად დაასრულოთ ეს დამანგრეველი კონფლიქტი“,- ნათქვამია წერილში.სენატორები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინაში მშვიდობა სამართლიანი პირობებით უნდა დამყარდეს.„მოლაპარაკებების გზით მიღწეული მშვიდობა სამართლიან პირობებს უნდა ეფუძნებოდეს. მან უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული ღირებულებების, უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების, ასევე უკრაინელი ხალხის მიერ საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლების დაცვა.შეთანხმება, რომელსაც 9 ოქტომბერს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მიაღწიეთ, ვერც სამართლიან შედეგს მოიტანს და ვერც ამერიკელებისთვის იქნება სასარგებლო. ათწლეულების განმავლობაში ამერიკა თავისუფლების საყრდენი იყო ტირანიის წინააღმდეგ, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტები ტირანებისადმი წინააღმდეგობის სიმბოლოები იყვნენ. პუტინი ტირანია. გამოდით ამ შეთანხმებიდან, გააუქმეთ გენერალური ლიცენზია №135 და გამოიყენეთ 2026 წლის „ლინდსი ო. გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ“ გათვალისწინებული უფლებამოსილებები“,- აცხადებენ სენატორები.შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.

ეთერ ლიპარტელიანი

სპორტი • 1791301938

„თითქმის, სულ გამაყუჩებლებით ვიჭიდავე...“ - ეთერ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი

ეთერ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ.„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს გვერდით დგომისთვის. დღევანდელ დღეს დადებითად შევაფასებდი, რადგან ნეკნის ტრავმა მქონდა და თითქმის, სულ გამაყუჩებლებით ვიჭიდავე და ფინალში გასვლა მოვახერხე. თუმცა, ძალიან მინდოდა ჩემპიონი გავმხდარიყავი, ამისთვის ყველანაირად მზად ვიყავი... გავიარე ძალიან კარგი შეკრებები. ძალიან მინდოდა ტიტულის დაცვა. დასაცავად არ წამოვედი, წამოვედი იმისთვის, რომ კიდევ ერთი ისტორია დამეწერა, მაგრამ რას ვიზამთ... შევეცდები, შემდეგ წელს ჩემი ტიტული დავიბრუნო“, - ამბობს ეთერ ლიპარტელიანი.ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.ქართველმა ძიუდოისტმა 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა. ლიპარტელიანმა ფინალამდე რამდენიმე მეტოქე დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრამდე დამაჯერებლად მივიდა. ნახევარფინალში მან გერმანელ სეია ბალჰაუსს სძლია.ფინალში ლიპარტელიანის მეტოქე იაპონელი აკარი ომორი იყო. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა გამარჯვება ვერ მოახერხა და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.ეთერ ლიპარტელიანისთვის ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია. ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს შეჯიბრებაზე საპრიზო ადგილი დაიკავა და საქართველოს ნაკრებს მედალი მოუტანა.

ეთერ ლიპარტელიანი

სპორტი • 1791296847

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერაში მეორე მედალი მოიპოვა. 2025 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი ბუდაპეშტში გახდა. ფინალამდე ქართველმა სპორტსმენმა მაია ლეოპოლდს (ურუგვაი), სარა სოუზას (ბრაზილია), ანა ვიკტორია პულიზის (ხორვატია) და სეია ბალჰაუსს (გერმანია) სძლია.ეთერ ლიპარტელიანი ევროპის მოქმედი ჩემპიონიცაა. მიმდინარე წლის აპრილში თბილისში გამართულ კონტიტენტის პირველობაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა.

ეთერ ლიპარტელიანი

სპორტი • 1791284127

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ფინალის საგზური მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ სეია ბალჰაუსს სძლია.შეჯიბრების ფინალში 27 წლის ლიპარტელიანის მეტოქე ფრანგ სისიკსა და იაპონელ ომორის შორის გამარჯვებული იქნება. ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ამ დრომდე ერთი მედალი იყო – ტურნირის პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

გაზი შეწყდა

საზოგადოება • 1791267744

„არ დატოვოთ ონკანები ღია... გაზის მოწოდება ხვალამდე შეწყდება“ - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება

ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ისანი-სამგორის რაიონში გაზმომარაგება 6 ოქტომბრის 11:00 საათიდან 7 ოქტომბრის 11:00 საათამდე 12 000 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.„გაზმომარაგება შეუწყდება: ორხევის დას – ახვლედიანის ქ. 2, 9, 12, 14, 16, 18, 18ა, 20, 20ა, 21, 22, 22ა, 24, მუხაძის ქ. 3, 6, 6-2, 6-3, 6-4, 6-5, 6-6, 6-7, 6-8, 11, 17 (იგივე მუხაძის ქ. 15, ასევე მუხაძისა და კაკაბაძის გადაკვეთა, ნაკვ. 002/114), ახვლედიანის (ასევე ახვლედიანის ქუჩაზე, ნაკვ. 03/041), გ. ამილახვარის ქ. 11-ში (ავტოვაზის უკანა მხარე), ახვლედიანის ქუჩაზე, ავტობაზა – ტურისტი შენობა 4-ში დევნილებით ჩასახლებული საცხოვრებელი კორპუსების, ასევე ორხევში – ამირანაშვილის, ახვლედიანის, ბანეთაშვილის, ესენინის, კაკაბაძის, მუხაძის, პეტრიწის, თეთრი ხევის დასახლებაში, ჩანტლაძის, ამილახვარის, ფიროსმანის, კაკაბაძისა და მუხაძის გადაკვეთაზე, აბზიანიძის, გოკიელის, სააკაძის, მერაბ კოსტავას, წუწუნავას ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, მიმდებარედ თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, სოფ. დიდ ლილოში მდებარე # 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 5ქ. 1ჩ, 5ქ. 2ჩ, 11ქ. 1ჩ, 6ქ, 7ქ, 10ქ, 11ქ, 12ქ, 13ქ, 16 ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და სოფ. დიდ ლილოში (ვარკეთილის მეურნეობა) მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, აეროპორტის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 9, 10, 11, 12, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 48ა, 105, 111, 118, 120, 123, 126, 130, 134-ის მოსახლეობას, ლილო-ნამორაძის ქ. 2, აეროპორტის (აეროდრომის) კორპ. 38-ის მიმდებარედ, ნაკვ. 09/039-ში მდებარე შპს ,,ჯეირნილ კომპანის”, კახეთის გზ. 73, 73ა, 75, 75, 83, 89, კახეთის გზატკეცილის 13კმ-ზე მდებარე კორპ. 2, 25 კმ-ზე (ევროპის I ჩიხი 8), ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლება – დავითაშვილის, ხვედელიანის, შანშიაშვილის, აფრიკის დასახლება – ბესარიონ ქებურიას, იგოეთის ქუჩის, კახეთის გზატკეცილისა და საუწყებო რადიოსადგურს შორის, ასევე რკინიგზის ჩიხსა და აირზენას შორის, მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ლილოს დასახლების I კვ, კორპ. 5, 15, 16, 26, ლილოს დას. II კვ, კორპ. 1ა, 2, 3, 4, 8, 9, 10, 11, 12, ლილოს დას. IV კვ, კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 10, 11, 12, 13, 14, ლილოს დას. V კვ, კორპ. 1, 2, ლილო, სოფ. წინუბანი, კორპ. 4ა, 5, 6, 7, 8, 11, 12, 13, 13ა, 14ა, ლოჭინის დას, კორპ. 1 და 2, ჭირნახულის ქ. 16-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ლილოს დას. 1-1, 1-2ბ, 1-2ბ-ს მიმდებარედ, 1-3, 1-11, 1-11-ის მიმდებარედ, 1-12, 1-13, 1-14, 1-22-ში (იგივე საქ. სოფ. მანქანის დას.), სადგური ლილო # 1 და # 2 საცხოვრებელი კორპუსების, ელენე გოკიელის ქ. 61, აეროპორტის დას – რკინიგზის ჩიხის ტერიტორიაზე, სერგო გუჯეჯიანის, დიდი ლილოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს, გიორგი ნახუცრიშვილის, ელენე გოკიელის ქუჩასა და ჩიხში, არსენ მეკოკიშვილის ქუჩისა და შესახვევის, იუმაშევის, ლილოს დას – ღლონტის, ხილბოსტანვაჭრობის ქ. 1, კამოს, სტურუას, მეფრინველეობის, ფრანგულიანის, საქ. სოფ. მანქანის, მეფრინველეობის ფაბრიკის მიმდებარედ, მეფრინველეობის 1, 2, 3 ქუჩებზე (კოტეჯებში) ორახელაშვილის, რუსთაველის ქუჩებზე და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ლილოს დასახლება, საქსოფმანქანის დასახლებაში – ევგენი აფხაზავას ქუჩაზე, ჭირნახულის ქუჩაზე, ლილო, სოფ. წინუბანი – გუდამაყრის, ბეჩოს, იადონის, იალნოს, მერი მდივანის, მშვიდობის, რაჭის, ხევსურეთის, ლოჭინის დასახლებაში – აბრამიშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, კახეთის გზ. 106 (106ე), ლილო – საქნავთის დასახლების საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 2 ს/ს, 3, 4, 5, 6, 7, 8, 35, 36, 37-ში მცხოვრებ მოსახლეობას, ლილო - სოფ. ნასაგურის (დუშეთის, ჭავჭავაძის, ფასანაურის, წამებულის, ნაძვების, მაჩაბლისა და მიმდებარე ქუჩების) კერძო სექტორის მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულო მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს: შპს ,,ნ ბ 76” – მაღაზია ვიურტის, შპს ,,ელ სი თბილისს”, შპს ,,ევრომიქსს”, ფ/პ გიორგი ჭიაბრიშვილს, კერძო პირი ჯეირან ჯეირანაშვილს, შპს ,,მარგიოს”, სს ,,მარტ ჯგუფს”, რესტორან ლოჭინს – შპს ,,მეგობრობას”, სს ,,ვისოლ პეტროლიუმს” – ცეკავშირის ბაზრის მიმდებარედ, სს ,,სმარტ რითეილს”, შპს ,,გზა 2020-ს”, შპს ,,ბი ენდ ქეი კომპანი-ს”, შპს ,,ლილო პურს”, შპს ,,მაი მოტელს”, შპს ,,ნაქა-ს”, შპს ,,კმტ გროუპ”-ს, შპს ,,სთრაი ქოლ ლილო-ს”, შპს ,,ფუდსერვისს”, შპს ,,ნობლექსს”, შპს ,,რობიზონ კალაძე”-ს, შპს ,,ორ ნაბიჯს”, შპს ,,ალბისს”, შპს ,,ლილო მოლს” (ლილოს ბაზრობა), შპს სავაჭრო ცენტრი ,,კახელებს”, შ.პ.ს დაფნა-ს, შპს ,,დათე”-ს, ბაგა ბაღი #116-ს, შპს “სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია”-ს, შპს ,,კომპავა ჯორჯია”-ს, შპს ”კლიმატ-სერვისი+”-ს, შპს ,,ასკანელი ძმებს”, სსიპ ქ. თბილისის #216 საჯარო სკოლა-ს, საქართველოში შპს მგს-ს წარმომადგენლობას, შპს ,,როიალ გრუპს”, შპს ,,ბენნ”-ს, შპს ,,კალტს”, შპს ,,საამო-საშხაპე”-ს, შპს ,,თ.გ”-ს, შპს ,,ტექნოქიმია”-ს, 76-ე ბაგა-ბაღს, შპს ,,ეკო სერვის ჯგუფს”, შპს ,,გიორგი-2015”-ს, შპს ,,პოლპპრინტჯი”-ს, ი.მ. ზურაბ ალადაშვილს, შპს ,,ხარაზიშვილს”, შპს ,,ათენკ”-ს, შპს ,,ჯორჯიან ქარდბოარდს”, შპს ,,გორგია”-ს (შპს ,,ნია ქონსთრაქშენი), საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, შპს ,,წუნდა”-ს, შპს ,,პროგრესი 2002”-ს, შპს ,,ლილო პროგრესს”, შპს ,,ჯორჯიან ნატურალ პროდუქტს”, ი. მ. ვაჟა უსანეთაშვილს, ფიზიკურ პირი ვლადიმერ მაჭავარიანს, შპს ,,თ-5”-ს, მექანიკურ ქარხანას, შპს ,,დონ სენდვიჩს”, შპს ,,კონტაქტს”, ფ/პ ირაკლი ფიოლიას, შპს ,,ტრანსლომსერვისს”, ი/მ თამარი გაგნიძეს – ქალაქური, შპს ,,ამხანაგობა”-ს, შპს ,,ბიოტექსს”, შპს ,,ფერრე”-ს, შპს ,,გლ+”-ს, თაჯირ სულეიმანოვს, შპს ,,ვასპ გრუპს”, ფ/პ გოჩა ჯაფარიძეს, შპს ,,გებრიუდერ ვაისს”, შპს ,,გ.მ ჯგუფს”, შპს ,,იბეროილს”, სს ,,ლილო-1”-ს, შპს ,,ჩვენთან”-ს, სკოლა # 168-ს, შპს ,,პსპ ფარმა”-ს (ლილოს ტერმინალი), შპს ,,ჯი-ემ-პი”-ს, შპს ,,თდკ”-ს, შპს ,,არსაკიძე-2000-ასფალტის ქარხანა”-ს, შპს ,,საქართველოს ქაღალდის წარმოება”-ს, შპს ,,ბულუთ-დეპო”-ს, შპს ,,შარავანდს”, შპს ,,რესპუბლიკა”-ს, შპს ,,იბერია რეფრეშმენტს”, შპს ,,ბორუსან მაქინა ვე გუჩ სისტემლერი სანაი ვე თიჯარეთ სს-ის საქართველოს წარმომადგენლობა”-ს, შპს ,,კაპაოლ ჯორჯია”-ს, კობა წოწკოლაურს, ოირდან ბიკოვს, გივი შეყელიძეს, ნარგიზა გულბანს, შპს ,,სანტექ ჯორჯია”-ს, ზაქარია ოშაყმაძეს, შპს ,,ფაბრიკა კრაფტს”, შპს ,,იტონგ კავკასუსს”, შპს ,,პოლიტეკსს”, შპს ,,ენარგიტს”, შპს ,,ასპ-გრუპს”, შპს ,,დელტა”-ს, შპს ,,ფეიდალ ჯორჯია”-ს, შპს ,,რამ პოლიტექსს”, შპს ,,ბრეაქანოფარმა”-ს, სს ,,ლიბერთი ბანკს”, შპს ,,ბედეგს”, ალექსანდროს სასპკინს, შპს ,,ჯორჯიან ფეიფერ ფროდაქშენს”, სს ,,ტერაბანკს”, შპს ,,სქაი ინნ”-ს, შპს ,,ბროკუს ჯე”-ს, შპს ,,ბუმ გრუპს”, შპს ,,ჯი ეს სი”-ს, ფ/პ ეკა ჭელიძეს, შპს ,,გ და პლასტს”, სს ,,მესხეთს”, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”-ს, ისანი-სამგორის პოლიციის IV განყოფილებას, შპს ,,თბილისის რძის ქარხანა”-ს, ფ.პ. ელენე დარჯანიას – კახაბერ სოლომნია, შპს ,,ტერამიკა”-ს, შპს ,,ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრს”, შპს ,,რუსო”-ს, შპს ,,ბუმბა”-ს, სკოლა # 107-ს. შპს ,,ვი თი ჯგუფს”, შპს ,,ლორდს”, შპს ,,მარიამი 2018”-ს, შლუმბერჟე რუსთაველი ქომფანი ლიმითედს (ფილიალი) – საქართველო, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ივეტა დარჩიძეს, შპს ,,პოულტრი ჯორჯია-მეფრინვ. ფაბრ.”-ს, შპს ,,ქართული ხილი და ბოსტნეულს”, შპს ,,ავერსი-რაციონალს”, შპს ,,ინთერნეიშენალ ბეიკერ ჰაუსს”, შპს ,,მეღვინეობა ხარება”-ს, შპს ,,კალვე”-ს, შპს ,,მადლიანი 2020”-ს, შპს ,,ემსიბი ჯორჯია”-ს, სს ,,არგო”-ს, შპს ,,სმილე მიX”-ს, ალექსანდროს სარაპკინს, შპს ,,აპტოსს”, შპს ,,მილენიუმ მატერიალს ჯორჯია”-ს, შპს ,,ლილოს სახლს”, შპს ,,ჯეომილ”-ს, შპს ,,ამმა”-ს, შპს ,,როიალ ჯორჯია”-ს, შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის სერვისული კომპანია”-ს, ი.მ ზ. მსუქნიშვილს, შპს ,,ლილო სითი”-ს, სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრის ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, მოქ. მანანა დალაქიშვილს, შპს ,,ფრანკოს”, შპს ,,ჰუკა ინტერნეიშენალს”, საჯარო სკოლა #76-ს, აეროპორტის ტერიტორიაზე: შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას”, მიმდებარედ შპს ,,აეროპორტის მრავალპროფილიან პოლიკლინიკას” - მსხვილ კომერციულ ობიექტს, შპს ,,ფორტუნას”, შპს ,,საქაერონავიგაციის” ობიექტებს, შპს ,,ლასარეს”, შპს ,,ჩობანს”, შავი ზღვისაერთაშორისო უნივერსიტეტს, დიდი ლილოს დასახლებაში – სსიპ შემოსავლების სამსახურს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს, სსიპ ქ. თბილისის # 217 საჯარო სკოლას, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შპს ,,უნივერსალს”, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, ააიპ ,,თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს”, სს ,,ბანკი ქართუ”-ს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, დიდი ლილოს საბავშვო ბაგა-ბაღს, შპს ,,დუგლაძეების ღვინოების კომპანიას”, ქართულ-ევროპული მაკარონის ინდუსტრიას, შპს ,,დიპლომატ ჯორჯიას”, შპს ,,ხის სახლს”, შპს ,,ალეკო და კომპანია”-ს, შპს ,,სოლარის”, შპს ,,ბრასერის”, შპს “ჯორჯიან ქარდბოარდის”, შპს ,,მშენებელი 80”-ს, საქართველოს მელიორაციას, სს ,,ფი ეს სი ფროფერთის”, თავდაცვის სამინისტროს ობიექტს, შპს ,,ვანის სათბურებს” და მიმდებარედ განთავსებულ სხვა ობიექტებს.გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ოთხშაბათს - 7 ოქტომბრის 11:00 სთ-დან და დასრულდება 21:00 საათამდე.გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:ცხელი ხაზი: +995 32 2404004სწრაფი რეაგირების სამსახური 114”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზი

საზოგადოება • 1791226672

გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ განცხადება

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1790660486

შალვა პაპუაშვილი: ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას არ მოითხოვს. შეგიძლია იდავო სასჯელზე, მაგრამ დაგმო პოლიციელზე ძალადობა; დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ დაგმო მოქალაქეთა შეურაცხყოფა. ევროკავშირისგან ამ თანმიმდევრულობას ვითხოვთ

 გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით იმართებოდა იმ მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც პოლიტიკური არჩევანის გამო საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს - ქალებს და კაცებს, მოხუცებს და ახალგაზრდებს - დედა აგინა," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, გარედან წაქეზების შედეგს ვხედავთ სააკაშვილის გუშინდელ ვიდეოშიც, რომელშიც ციხეში მჯდომი დიქტატორი იმავე საზოგადოებას აგინებს და ემუქრება, რომლის გინებაც, მანამდე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებად გამოგვიცხადა."ალექსანდრე კორძაიას (იგივე Kordz) და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ერთ ხმაში დედის გინების ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით იმართებოდა იმ მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც პოლიტიკური არჩევანის გამო საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს - ქალებს და კაცებს, მოხუცებს და ახალგაზრდებს - დედა აგინა. ღონისძიების მასპინძელი კი გორის არტ-ჰაუსი უნდა ყოფილიყო, რომელიც იმავე ადამიანებს "მონებს" უწოდებს.ამას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. მართალია, სექტის ნაწილმა ეს აღშფოთება გააკრიტიკა, თუმცა გამოჩნდა სინანულის შემცველი ტექსტებიც: დედის გინება პროტესტისა და თვითგამოხატვის ფორმა არ უნდა იყოსო და დიდად არც მაშინ მოგვწონდა, ეს გინება ჩვენს გვერდით რომ გვესმოდაო.მართალია, ეს სინანული მაშინ არ გამოუხატავთ, მაგრამ დაგვიანებული სინანულიც საქმეა. თუ დღეს მაინც მივედით აღიარებამდე, რომ დედის გინება მიუღებელია და პოლიტიკურ პროტესტსაც უნდა ჰქონდეს ზღვარი, ამას გაგრძელებაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა.გამოსავალი მარტივი და ღირსეული იყო: კორძაიას საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა. თუნდაც ეთქვა, რომ ემოციამ სძლია და პოლიტიკური პროტესტისას ადამიანური ზღვარი გადალახა. სექტისთვის უჩვეულო კათარზისის პროცესიც ხომ თითქოს აქეთკენ მიდიოდა.მაგრამ სწორედ ამ დროს განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა, სადაც, ფაქტობრივად, ამბობს, რომ საზოგადოების უმრავლესობისთვის დედის გინება შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებაა (!)ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება შეურაცხყოფის ავტორის გამხნევებად იქცა, კათარზისის დასაწყისში მყოფი სექტა კი ჭეშმარიტების გზას ისევ ააცდინა. ბოდიშისკენ ნაბიჯის გადადგმის ნაცვლად, შეურაცხყოფის ავტორმა პოლიტიკური წახალისება მიიღო.სინანული, პასუხისმგებლობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, ანუ ყველაფერი, რასაც ქართული კულტურა გვასწავლის, ისევ მცდარ პოზიციაზე ბოლომდე დარჩენამ, დეჰუმანიზაციამ და აგრესიამ ჩაანაცვლა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ქართული კი არა, სწორედ რომ გარედან შემოტანილი, დატრენინგებული და წაქეზებული კამპანიაა.გარედან წაქეზების შედეგს ვხედავთ სააკაშვილის გუშინდელ ვიდეოშიც, რომელშიც ციხეში მჯდომი დიქტატორი იმავე საზოგადოებას აგინებს და ემუქრება, რომლის გინებაც, მანამდე, ევროკავშირის წარმომადგენლობამ შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებად გამოგვიცხადა.ასე იქცევა დაუგმობელი ძალადობა მისაბაძ პოლიტიკურ სიმბოლოდ.ჩვენ ეს უკვე ვნახეთ მზია ამაღლობელის და ზვიად რატიანის შემთხვევაში, როდესაც ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმის არდაგმობამ და პოლიტიკურმა გამართლებამ, პოლიციელზე შემდეგი ძალადობის გარემო შექმნა.ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას არ მოითხოვს. შეგიძლია იდავო სასჯელზე, მაგრამ იმავედროულად დაგმო პოლიციელზე ძალადობა. შეგიძლია დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ იმავდროულად დაგმო მოქალაქეთა შეურაცხყოფა. ევროკავშირისგან სწორედ ამ თანმიმდევრულობას ვითხოვთ.გინების გამართლებას შემდეგი მაგინებელი ისმენს, ძალადობის გამართლებას კი შემდეგი მოძალადე. სიტყვასაც და დუმილსაც პოლიტიკური შედეგი და ფასი აქვს. ევროკავშირმა ეს უნდა გაიაზროს.P.S. როგორც ამას წინ აღვწერე, სექტას სჭირდება დოგმები, ქურუმები, წმინდანები და მარტვილები, საკუთარი კალენდარი და რიტუალები. ფსევდორელიგიას ჰიმნოგრაფიც სჭირდება, და სექტის წიაღში ეს ადგილი ალექსანდრე კორძაიამ ხალისით დაიკავა.შესვლა იოლი აღმოჩნდა, გამოსვლა კი გაცილებით რთულია.ვინ იცის, იქნებ კორძაიას სექტის მთავარი ჰიმნოგრაფის და ხალხის მაგინებლის როლი უკვე აღარც ხიბლავს, მაგრამ სექტას თავისი ჰიმნოგრაფი არ ეთმობა. კლანჭებიდან თავის დაღწევა ძნელია, მით უმეტეს, როცა ზურგს თვით "ევროპა" გიმაგრებს," - წერა შალვა პაპუაშვილი.

კინო

კულტურა • 1790602576

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალმა BIAFF 2026 გამარჯვებულები გამოავლინა

ბათუმში მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის საზეიმოდ დაიხურა. ბათუმის დარამატულ თეატრში გამართულ ცერემონიას კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.ფესტივალზე დაჯილდოვდნენ: პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტი აგნეშკა ჰოლანდი, მსოფლიოში ცნობილი პროდიუსერი მაიკ დაუნი და ლეგენდარული ქართველი რეჟისორი თემურ ბაბლუანი.წელს საკონკურსო პროგრამაში 10 სრულმეტრაჟიანი და 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო წარდგენილი. ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ჟიურიმ კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინა. ჯილდოები გადაეცათ:· BIAFF 2026 საუკეთესო ფილმი - ლენს ჰამერი, „დედოფალი ზღვასთან“ (დიდი ბრიტანეთი) საუკეთესო რეჟისორი - ლევან კოღუაშვილი, ,,გურია”· საუკეთესო მამაკაცი მსახიობი - კახა ჭოლაძე, „გურია“· საუკეთესო მსახიობი ქალი - ანა კეპლერ მარშალი, „დედოფალი ზღვასთან“ სპეციალური აღნიშნვნა - გიორგი გიგაური,  “მთვარე მამაა ჩემი”მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის მთავარი პრიზი -  „მწველი სურნელის ჩურჩული“(სომალი/ავსტრია/გერმანია). სპეციალური აღნიშვნით  დაჯილდოვდა მარიამ ხაჭვანი - „მემკვიდრეობითი სიჩუმე“ (საქართველო), დალია კელეში - „გრავიტაცია“ (თურქეთი) და კამილა საგინტკა - „რა ჩაიდინე, ზარინა?!“ (ყაზახეთი).ქართველ კინო კრიტიკოსთა ჟიურიმ ოლღა (ლალა) თაბუკაშვილის სახელობის პრიზი განსაკუთრებული სამსახიობო ანსამბლისთვის ლევან კოღუაშვილის ფილმს “გურია” გადასცა. სპეციალური აღნიშვნა კი გიორგი ოვაშვილის ფილმმა  “მთვარე მამაა ჩემი” დაიმსახურა.ახალგაზრდული ჟიურის რჩეული კი  რაფაელ მანუელის ფილმი “ფილიპინიანა” (სინგაპური/დიდი ბრიტანეთი/ფილიპინები/საფრანგეთი) გახდა, რომელსაც გიორგი გოგიბერიძის სახელობის პრიზი გადაეცა. ახალგაზრდული ჟიურის სპეციალური აღნიშვნა მიიღო გიორგი ოვაშვილის ფილმმა “მთვარე მამაა ჩემი”. გიორგი ოვაშვილი ფესტივალზე ასევე დაჯილდოვდა რეზო ჩხეიძის სახელობის პრიზით ფილმის “მთვარე მამაა ჩემი” საუკეთესო რეჟისურისთვის.8 საფესტივალო დღის განმავლობაში ბათუმი 100-მდე ფილმის ჩვენებას მასპინძლობდა. ფესტივალის პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები, ქართული ანიმაციები. ჩვენებები ბათუმში ოთხ ლოკაციაზე გაიმართა: ბათუმის დრამატული თეატრი, კინოთეატრი კავეა გრანდ მოლი, ევროპის მოედანი და ივერია ბიჩზე.ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში.სპონსორები: ,,იელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’,კომპანია ,,ნაბეღლავი, ,,ივერია ბიჩი’’, სოფიე ბაკურიძეს სტუდია.საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’, ტელეკომპანია ,,იმედი’’,ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa - ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.

არტ-ჰაუს კინოფესტივალი

საზოგადოება • 1790263285

ბათუმში საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი - “ფოფოდიას შვილები”

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს ფესტივალის ფარგლებში ქართველი რეჟისორის სოფია ბაბლუანის დოკუმენტური ფილმის "ფოფოდიას შვილები" ჩვენება გაიმართა. ფილმის მთავარი ხაზი  წმ. თამარის სახელობის  სკოლა პანსიონის ცხოვრება და განსხვავებული აღმსარებლობის პატივისცემა, რწმენა და სიყვარულია. ჩვენებას აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, სკოლა პანსიონის ხელმძღვანელი დეკანოზი მირიან სამხარაძე და ბაბლუანების შემოქმედებითი ოჯახი, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.2017 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი ასახავს თბილისის წმინდა თამარის სკოლა პანსიონის მოსწავლეთა ცხოვრებას. მართლმადიდებლურ  სკოლაში დაარსების დღიდან ერთად სწავლობენ მუსლიმი და ქრისტიანი ბავშვები, თუმცა განსხვავებული მრწამსი მათ არ უქმნის პრობლემას ურთიერთობებში. სკოლის ხელმძღვანელები მართლმადიდებელი მღვდელი და მისი მეუღლე არიან. მათი შეწევნით ბავშვებს მუსულმანური აღმსარებლობის განხორციელების თავისუფალი ნება აქვთ და პარასკევობოთ მეჩეთშიც დადიან.რეჟისორის სოფია ბაბლუანისთვის ფილმის გადაღების მოტივაცია გახდა ურთიერთპატივისცემა, სიცოცხლის ენერგია და გულწრფელობა, რომელიც მოდის სკოლის მოსწავლეებისგან.აჭარის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის თქმით, სოფია ბაბლუანის ფილმი ქადაგებს და ასახავს სიყვარულს. “ადამიანების ამგვარი თანაცხოვრება და ტოლერანტობა არის ყველაზე ძვირფასი დღევანდელ ცხოვრებაში. ეს არის თითოეული ადამიანებისათვის მაგალითი. ვფიქრობ, ძალიან ემოციური ფილმია”,-აღნიშნა მინისტრმა.ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში.8 საფესტივალო დღის განმავლობაში ბათუმი 100-მდე ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს აქვთ შესაძლებლობა იხილონ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები, ქართული ანიმაციები.ფესტივალის დახურვის ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება. კონკურსში გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების შემდეგ კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდოები ბრიტანელ პროდიუსერს მაიკ დაუნის და ქართველ რეჟისორს თემურ ბაბლუანს გადაეცემათ.სპონსორები: ,,იელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’,კომპანია ,,ნაბეღლავი, ,,ივერია ბიჩი’’, სოფიე ბაკურიძეს სტუდია.საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’, ტელეკომპანია ,,იმედი’’,ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa - ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.

არტ-ჰაუს კინოფესტივალი

საზოგადოება • 1790094840

ბათუმში საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი მეოცედ გაიხსნა

საკონკურსო ფილმები, ქართული კლასიკა და კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ -  ბათუმი მეოთხე დღეა მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალს მასპინძლობს. დღეს ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. მისი ფილმი “მთვარე მამაა ჩემი” 21 სექტემბერს ბათუმის დარამატულ თეატრში იყო წარმოდგენილი.ფესტივალის ფარგლებში ასევე იყო ნაჩვენები ცნობილი პოლონელი რეჟისორის, „ოსკარი“-ს სამგზის ნომინანტისა და ევროპის კინოაკადემიის ყოფილი პრეზიდენტის აგნეშკა ჰოლანდის ფილმი “ფრანცი”. როგორც რეჟისორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბედნიერია, რომ საქართველოში მისი ბოლო ფილმის ჩვენება გაიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მაყურებელი სათანადოდ შეაფასებს მას. “ანჯეი სლოვიცკი და სხვა მეგობრები, რომლებიც ამ ფესტივალის მხარდამჭერები არიან, ხშირად მიყვებოდნენ ბათუმის კინოფესტივალზე. მართლაც შესანიშნავი ადგილია ფილმის წარსადგენად და კინემატოგრაფებთან შესახვედრად”,-აღნიშნა აგნეშკა ჰოლანდმა, რომელმაც ქართულ კინოს მიმართ დამოკიდებულება აღნიშნა და ლევან კოღუაშვილის “გურია”-ს ჩვენებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ფილმმა ის წარსულში ამოგზაურა, განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია და, ამავდროულად, ივან პასირის და მილოშ ფორმანის ფილმებიც გაახსენა. აგნეშკა ჰოლანდს კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბათუმის ფესტივალის სპეციალური ჯილდო გადაეცა.ფესტივალზე ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის და ფილმის “გურია” გადამღები ჯგუფის შეხვედრა გაიმართა მედიის წარმომადგენლებთან. კინოფესტივალის გახსნის დღეს ახალი ფილმის წარდგენისას, როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ის განსაკუთრებით ღელავდა, თუ როგორ მიიღებდა “გურია”-ს ქართველი მაყურებელი. ვენეციის და ბათუმის ფესტივალების ემოციური საპრემიერო ჩვენების შემდეგ, ლევან კოღუაშვილი თბილისურ პრემიერას და მაყურებელთან შეხვედრას ელოდება.ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ.ბათუმის მერია, “ქართული ფილმი”, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში.8 საფესტივალო დღის განმავლობაში ბათუმი 100-მდე ფილმის ჩვენებას უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს აქვთ შესაძლებლობა იხილონ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები, ქართული ანიმაციები.ფესტივალის დახურვის ცერემონია 26 სექტემბერს გაიმართება. კონკურსში გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების შემდეგ კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდოები ბრიტანელ პროდიუსერს მაიკ დაუნის და ქართველ რეჟისორს თემურ ბაბლუანს გადაეცემათ.სპონსორები: ,,იელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’,კომპანია ,,ნაბეღლავი, ,,ივერია ბიჩი’’, სოფიე ბაკურიძეს სტუდია. საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’, ტელეკომპანია ,,იმედი’’,ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa - ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.

✕