„დღემდე 8 კაცი ერთად ვცხოვრობთ... ამდენ ხალხში ცხოვრება უკვე ძალიან მიჭირს... გადავიღალე“ - ლენუკა ყიფშიძე

lenuka

ლენუკა ყიფშიძემ ჟურნალ „გზასთან“ პირად პრობლემებზე გულწრფელად ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

ლენუკა ყიფშიძის ცხოვრების დევიზი ადამიანობის შენარჩუნება და სიკეთის კეთებაა. მიიჩნევს, რომ ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპი დაამსხვრია და რეალითი შოუში მონაწილეობით, ქალბატონებს ცხოვრების, უკეთეს ფორმაში ყოფნის სტიმული მისცა...

- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?
- შინაგანად პატარა ლენუკას - ბავშვს, რომელიც თითქოს უსუსურია, დაცვა სჭირდება, მაგრამ იმავდროულად ვხედავ ძლიერ და მიზანდასახულ ქალს.

- ცხოვრების ამ ეტაპზე, თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?
- რა თქმა უნდა, შვილს. 40 წლის ვარ, ჩემი შვილი უკვე 22 წლის ხდება. მისი სახით, გვერდით კაცი მიდგას, თან ისეთი შვილი მყავს, რომლის შესახებაც სულ ვამბობ, ღმერთმა ისეთი საჩუქარი მიბოძა, რომ უბედნიერესი დედა ვარ. ვფიქრობ, ქალისთვის ეს უმნიშვნელოვანესია.

- რა საერთო და მკვეთრად განმასხვავებელი თვისებები გახასიათებთ თქვენ და თქვენს შვილს?
 
- ორივენი პირდაპირები და ზედმეტად ყურადღებიანები ვართ, ასევე - ემოციურები. როცა ნიკუშას ვესაუბრები იმაზე, რასაც განვიცდი, ზუსტად ვიცი, ანალოგიური განცდა ეუფლება, თუმცა არ იმჩნევს. მასში ჩემს თავს ვხედავ. ნიკუშა ჩემთვის სარკესავითაა: რომ ვუყურებ, მგონია, მე ვარ. ჩემში რაც მიყვარს - სიკეთე, ადამიანობა - ნიკუშასაც იგივე გააჩნია. ძალიან კარგია, როცა ადამიანობას არ კარგავ. არც დავკარგავ, დარწმუნებული ვარ. ჩემს შვილშიც ანალოგიურს ვხედავ. ამით ბედნიერი ვარ... ჩვენ შორის განმასხვავებელ თვისებას რაც შეეხება, მე ფეთქებადი ხასიათი მაქვს, ის კი ძალიან თავშეკავებულია (იცინის).

- რა არის თქვენთვის კომფორტის ზონა?
- სიმშვიდე. ისეთ ოჯახში ვიზრდებოდი, რომელშიც 24/7-ზე სტუმრიანობა იყო. თან, დღემდე 8 კაცი ერთად ვცხოვრობთ. პირდაპირ ვიტყვი: ამდენ ხალხში ცხოვრება უკვე ძალიან მიჭირს. მე და ჩემი შვილი განვიხილავთ - რაღაც უნდა ვქნათ, რომ ცალკე ვიცხოვროთ, რადგან ფიზიკურად და სულიერად არ მყოფნის ძალა, ფსიქიკა... ალბათ გადავიღალე, რადგან სულ ქაოსში ვცხოვრობდი. ჩემს ოჯახს სტუმარმასპინძლობა არასდროს ეშლებოდა, მაგრამ ცხოვრებაში არის რაღაც ასაკი და ეტაპი, როცა გინდა, ადამიანმა სიწყნარე, სიმშვიდე, სიმყუდროვე იგრძნო. მაგალითად, მეგობართან რომ დავრჩენილვარ ან დასასვენებლად სადმე წავსულვარ, იქ მიგრძნია, რომ სულიერად დავმშვიდებულვარ. ვატყობ, მშვიდი გარემო ჩემთვის კომფორტია. განაგრძეთ კითხვა