საქართველოში ერთი ისეთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ რა პრობლემებიც ზურას აქვს, მოუგვაროს… - ლენუკა ყიფშიძე

lenuka yifshidze

„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილე ლენუკა ყიფშიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა რომ 40 წლამდე რაღაცნაირად ცუდი წლები გაიარა.

„ქალს ბევრი ეტაპი აქვს, 40 წლამდე რაღაცნაირად ცუდი წლები გავიარე, არ ვმუშაობდი, სულ სახლში ვიჯექი, ბავშვები, ოჯახს ვუვლიდი... ნერვები ცუდ მდგომარეობაში მქონდა, ეს უმუშევრობა, ყველაფერი დამიგროვდა. მერე მერიაში შემომთავაზეს მუშაობა, ამან ცოტა წამწია. ამოვიქოქე, ფსიქიკა დამილაგდა. მინდოდა, რომ ხალხს გავეცანი... რა თქმა უნდა, სანამ ცოცხალი ვიქნები, ყოველთვის ზურა ყიფშიძის შვილი ვიქნები. დავიბადე ყიფშიძეების ოჯახში, მე არ შემიქმნია არაფერი, უბრალოდ, მე ვარ ლენუკა, ზურას შვილი. დღემდე მიხარია და ყოველთვის ვიამაყებ, რომ ასეთი მამის და ოჯახის შვილი ვარ“,- ამბობს ლენუკა.

ლენკამ მამაზე ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში ერთი ისეთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ რა პრობლემებიც ზურას აქვს, მოუგვაროს და ეს უქმნის უსამართლობის განცდას.

„მამაჩემთან დაკავშირებით ყოველთვის უსამართლობის განცდა მაქვს. რაც მან თავის პროფესიაში დღემდე გააკეთა, სათანადოდ ვერ დაფასდა. ზურა ყიფშიძე დღეს ისე არ უნდა ცხოვრობდეს, როგორც ცხოვრობს. ეს ყოველთვის მაწუხებს და გული მწყდება – საქართველოში ერთი ისეთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომ რა პრობლემებიც ზურას აქვს, მოუგვაროს, დაეხმაროს… ის დეპრესიულ სიტუაციაში არ უნდა იყოს…“