დაკავებულია ფერმერობით, საკუთარი პროდუქციის მოყვანითა და ქანდაკებების შექმნით - როგორც ცხოვრობს ფილმის ,,მარტო სახლში“ ვარსკვლავი

მარტო სახლში

 ამერიკელი მსახიობი, მწერალი, მოქანდაკე, ფერმერი და ქველმოქმედი დენიელ სტერნი მაყურებელმა ფილმით "მარტო სახლში" განსაკუთრებით შეიყვარა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის პირველი ნაწილის გამოსვლიდან თითქმის 25 წელი გავიდა, დღემდე მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ყოველწიურად, წინასაახალწლოდ, კვლავ არაერთი ადამიანი უყურებს.

 ბოლო პერიოდში TikTok-ზე, ასევე Instagram-ზე ფანებმა აღმოაჩინეს, რომ დენიელ სტერნი კალიფორნიაში, საკუთარ რანჩოზე მშვიდად ცხოვრობს და ჰოლივუდის წვეულებებსა და სხვადასხვა ღონისძიებებს უკვე დიდი ხანია, აღარ ესწრება.

„რაც სოციალურ მედიაში მომწონს, არის ის, რომ შეგიძლია, შენი ამბავი მოჰყვე. ეს ძალიან სასიამოვნოა. ხალხმა TikTok-ის საშუალებით ჩემ შესახებ ბევრი რამ აღმოაჩინა." - ამბობს მსახიობი. 

დენიელ სტერნი, როგორც თავად ამბობს, ახლა "რეალური ცხოვრებით" ცხოვრობს. დაკავებულია ლაშქრობით, პირუტყვის მოშენებით, საკუთარი პროდუქციის მოყვანით, ქანდაკებების შექმნით.

„იმდენი ფული ვიშოვე, რომ მუშაობა აღარ მიწევს. საკმარისი ფული ვიშოვე და თანაც ძალიან ეკონომიური ვარ. ყველაფერი ნაღდი ფულით ვიყიდე. ამ ეტაპზე ბუნებაში ყოფნა მიყვარს. მიყვარს შორს ყოფნა. ჩემი მარტოობა და იმ საქმეზე ფოკუსირება მიყვარს, რასაც ვაკეთებ. ფერმის სამყარო ჩემთვის შესანიშნავი ადგილია." - ამბობს მსახიობი.

 გარდა ფერმერობისა, დენიელ სტერნი ქმნის ქანდაკებებს, მუშაობს სხვადასხვა პროექტზე და აწყობს გამოფენებს. დენიელი 1980 წელს მსახიობ ლორა მატოსზე დაქორწინდა. წყვილს 3 შვილი ჰყავს.