,,ჩემი მატერიალური მდგომარეობით უკმაყოფილო ვარ“ - ბლიც ინტერვიუ მერიემ გოგაშვილთან

მერიემი

სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიც ინტერვიუს ჩაწერა.

ამჯერად, რამდენიმე კითხვით მერიემ გოგაშვილს მივმართეთ.

 

→ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?

ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ გამოვსულიყავი პოლიციელი და ავიხდინე კიდევაც ეს ოცნება.

→ რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?

მინდა, რომ ძალიან კარგად ვმღეროდე და ასევე მინდა ადამიანების ფიქრების წაკითხვა შემეძლოს.

→ ყველაზე მეტ დროს უთმობ?

აქამდე ყოველთვის სამსახურს და ჩემს პროფესიას ვუთმობდი ყველაზე დიდ დროს.

→ დედაჩემი მომკლავს თუ...

დედაჩემი მომკლავდა თუ შევიდოდი „პრაიმ ჰაუსში“, თუმცა ახლა მე და დედას განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ზოგადად დედაჩემი არასდროს მომკლავს.

→ სად იცხოვრებდი?

დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ნიუ იორკში, ცოცხალი ქალაქია და სიცოცხლე, სადაც ჩქეფს ასეთი ადგილები ძალიან მიზიდავს.

→ რამ გაგაოცა ბოლოს?

მე, რაც მაქვს ნანახი აღარაფერი მაოცებს და აღარაფერი იწვევს ჩემში გაოცებას.

→ პირველი სამსახური იყო?

ჩემი პირველი სამსახური იყო 17 წალის ასაკში ღვის წარმომადგენელი ვიყავი ერთ-ერთი კომპანიის.

→ რით ხარ გამორჩეული?

კარგად ვისვრი.

→ რით ხარ უკმაყოფილო?

ჩემი მატერიალური მდგომარეობით ვარ უკმაყოფილო.

→ რის/ვის გარეშე ვერ იცხოვრებ?

დედაჩემის გარეშე ვერ ვიცხოვრებდი.

→ ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?

ადრე მრცხვენოდა პაემანზე ჭამის, ახლა დავძლიე.

→ სამი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი

შრომისმოყვარე, ლმობიერი, თბილი.

→ ბოლოს რაზე იტირე?

ბოლოს ვიტირე პაატა, რომ წავიდა, ძალიან დამწყდა გული. მინდა, რომ გავაგრძელოთ ისეთივე მეგობრობა პროექტს გარეთ, როგორც პროექტში გვქონდა

→ მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება

მამაჩემის გარდაცვალება, რომელიც ხელებში ჩამაკვდა და მარტო ვიყავი. ბოლომდე საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ ღრმად ეძინა და ამიტომ ვერ ვაღვიძებდი.

→ რას ნანობ?

ძალიან ბევრ რამეს... ერთ-ერთი, რასაც ვნანობ არის ის, რომ მამაჩემთან ურთიერთობაში საკმარისი სითბო და სიყვარული არ გამოვხატე და რის გამოსწორებასაც ახლა ვცდილობ არის, ის რომ დედასთან მეტი კომუნიკაცია, მეტი სითბო დ სიყვარული მქონდეს.

→ რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?

ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი.

→ ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...

დავბრუნდებოდი 12 წლის ასაკში ოღონდ ამ ჭკუით და რომ ვიცოდე ეს გამოცდილებები წინ მელოდება და ამ გზით აღარ წავიდოდი... 12 წლამდე კარგი ცხოვრება მქონდა

 

→ სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ არის...

„ვაუ“