მერიემ გოგაშვილი

ტაბლოიდი 1755460703

მერიემ გოგაშვილის სკანდალური ტიკტოკ ვიდეო, რომელიც უცხოელმა ბლოგერებმა მისტიკურად აღიქვეს - რას ამბობს „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე

გასართობ პლატფორმა ტიკტოკზე „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილის, მერიემ გოგაშვილის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. გოგონა მეგობრებთან ერთად მანქანაში იმყოფება, რა დროსაც, შეტყობინება მისდის და გვერდით მჯდომს გაკვირვებული სახით უყურებს. როგორც ჩანს, კადრებმა უცხოელ ვლოგერებში დიდი ინტერესი გამოიწვია. გადაწყვიტეს, რომ ვიდეოში რაღაც მისტიკური ხდება და თავიანთი ინტერპრეტაცია რუსულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე არ დაიშურეს.  @victoriioso O que acham disso? (Ib:@Maria | Mistérioentrelinhas ) #foryoupage #historiasbizarras #casosbizarros #foryou ♬ Creepy and simple horror background music(1070744) - howlingindicator აღნიშნულ ვიდეოებს მილიონობით ნახვა და კომენტარი აქვს.„პრაიმტაიმი“ რეალური შინაარსის გასაგებად თავად მერიემს ესაუბრა.„აღნიშნულ ვიდეოში განსაკუთრებული არაფერი ხდება. მე და ჩემი დაქალები ვისხედით, განვიხილავდით ყველაფერს, როგორც ხდება ხოლმე. ერთ-ერთი თემის განხილვის დროს კი, მომდის მესიჯი იმ მეგობრისგან, რომელზეც მანამდე ვსაუბრობდით... რაღაც ისეთი ტექსტი იყო, რომ ჩემი და ჩემი დაქალის, თაკოს თვალით კონტაქტი და გაკვირვება გამოიწვია. მანდ ყველაზე დიდი როლი თვალით კონტაქტმა და მუსიკამ ითამაშა.ეს ვიდეო თავიდან რომ ავტვირთე და „გავარდა“, ხალხი რომ კითხულობდა, რა მოხდაო, ძალიან „ვღადაობდი“ და ვამბობდი, საიდუმლოა მეთქი. ახლა პარანორმალურ ამბავს უკავშირებენ - ამბობენ, რომ ჩემს უკან მჯდომ დაქალს ორეული ჰყავს და ის გვწერდა, რომ გამოდიოდა, უცებ კი ჩემს მანქანაში გაჩნდა. მთელი მსოფლიო ამას განიხილავს - როგორ ჩნდება მესამე გოგონა უცებ ჩემს მანქანაში,“ - გვითხრა მერიემმა.

მერიემ გოგაშვილი

ტაბლოიდი 1755105439

„მამაკაცები თვითონ უნდა ხვდებოდნენ, ქალს როდის ესიამოვნება ყვავილის ჩუქება, ბრილიანტის, მანქანის თუ სახლის...“ - რა ხდება მერიემ გოგაშვილის ცხოვრებაში

მერიემ გოგაშვილის ზაფხული მოგზაურობითა და თავგადასავლებით დაიწყო. როგორ ატარებს ის არდადეგებს და არის თუ არა სიახლე მის პირად ცხოვრებაში, ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან– მე სიყვარულსა და ურთიერთობებს არ ვეძებ. ჩემ გარშემო ძალიან ბევრი მამაკაცია და მიმაჩნია, რომ ამ მამაკაცებმა უნდა გაიღონ ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ მე მომიპოვონ. ეს პროცესი საფეხურებისგან შედგება და მათ ყველა „ლეველი“ უნდა გადალახონ. მე საერთოდ არ ვცდილობ, რომ ვინმე იყოს ჩემს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობდეს ადამიანი, ვისაც დავეყრდნობი, ვისი იმედიც მექნება, ვინც მომისმენს და გვერდით დამიდგება. ძალიან მინდა ოჯახი, შვილი მინდა, მაგრამ ჯერჯერობით შვილისთვის კარგი მამა ვერ ვიპოვე (იცინის). ჩემი „ლეველები“ ჯერ ვერავინ გადალახა (იცინის).– ყველაზე რთული „ლეველი“ რა არის, რისი გადალახვა უჭირთ?– მე არ ვსაუბრობ ხოლმე ჩემს საჭიროებებზე. მამაკაცები თვითონ უნდა მიხვდნენ, რა შეიძლება, მჭირდებოდეს. ეს იქნება საჩუქარი, გვერდში დგომა არამატერიალური თვალსაზრისით თუ სხვა რამ კონკრეტულ მომენტში. მინდა, მამაკაცები თვითონ ხვდებოდნენ, ქალს როდის ესიამოვნება ყვავილის ჩუქება, ბრილიანტის ჩუქება, მანქანის თუ სახლის, თორემ მე არაფერს ვითხოვ. სამწუხაროდ, მამაკაცებს ამის პრობლემა აქვთ.– ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, როგორი ხარ მათთან ურთიერთობაში?– მეუბნებიან ხოლმე, რომ ძალიან უხასიათო ვარ. უხასიათოს მიწოდებენ იმიტომ, რომ მიყვარს მაღალი „ლეველები“. ზოგადად, ადამიანებს ცუდად არ ვექცევი, პირიქით, კეთილი, კომუნიკაბელური და ადამიანური ვარ ურთიერთობაში, მაგრამ როცა გეტყვი, რომ ეს არის შენი ზღვარი, მას არ უნდა გადმოაბიჯო.– ყველა მარტივად არ იღებს უარს...– მებრძოლი მამაკაცები ძალიან მომწონს. ხომ ვთქვი, რომ კაცმა უნდა იბრძოლოს ჩემთვის. გააჩნია მის შემართებას, მაგრამ შემართება რომ ჰქონდეს და ფული – არა, ჩემთვის ეს უკვე პასია (იცინის).– შენ როგორი ქალი ხარ მამაკაცისთვის, როცა გიყვარს, შენ რისი მიცემა შეგიძლია მისთვის?– თუ ადამიანი შემიყვარდა, შემიძლია, ჩემი თავი მთლიანად მივუძღვნა. ვფიქრობ, რომ ძალიან კომფორტული და გამგებიანი ვარ, არ მახასიათებს ეჭვიანობა. გააჩნია მამაკაცის მოთხოვნილებებს, მის „ლეველებს“, მე ხომ ჩემი მაქვს, მას თავისი ექნება, მაგრამ ზოგადად, მე უფრო ვლახავ მათ „ლეველებს“, ვიდრე ისინი ჩემსას.– ამიტომ ჯერჯერობით ისევ მარტო ხარ?– ჯერჯერობით – კი, მაგრამ ვნახოთ. ერთ ბიჭს ისეთი პირი უჩანს... (იცინის) ძალიან მებრძოლია, კარგად გამიცნო, ესმის ჩემი ცვალებადი ხასიათის. ვნახოთ, რა იქნება.

მერიემ-ანა

საზოგადოება 1745998264

„საბედისწერო აღმოჩნდა ერთ-ერთი სასტუმროს საცურაო აუზი...“ - 5 წლის გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა

მაიამიში, ემიგრანტის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. 5 წლის გოგონა აუზში დაიხრჩო. სამწუხარო ინფორმაცია ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ ჩვენს თანამემამულეს მაია დათუაშვილს პატარა მერიემ-ანას ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ზეცაში გაფრინდა 5 წლის ანგელოზი...საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენი მარიკოსთვის მაიამის ერთ-ერთი სასტუმროს საცურაო აუზი. ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედია დაატყდა ახალგაზრდა ოჯახს …მარიკოს სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ცრემლების ნამი…მჯერა, თითოეულ ჩვენგანს შეგვწევს ძალა, გვერდში დავუდგეთ და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ახალგაზრდა ოჯახს, რაზედაც წინასწარ გიდასტურებთ უდიდეს მადლიერებას Maia Datuashvili  ზელე: (646) 400-9206“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მერიემი დედასთან

ტაბლოიდი 1731007798

VIDEO: მერიემ გოგაშვილი ემიგრანტ დედასთან მოულოდნელად ჩავიდა - ემოციური შეხვედრის კადრები

„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, მერიემ გოგაშვილი იტალიაში, ემიგრანტ დედასთან მოულოდნელად ჩავიდა.დედასთან შეხვედრის ემოციურ კადრებს მერიემი სოციალურ ქსელში ავრცელებს.ნახეთ ვიდეო:

ანა ჯაფარიძე

საზოგადოება 1730381580

“16 წლის ვიყავი, როცა საწარმოო უთოში დამეწვა ხელი...”- პარაოლიმპიელი ანა ჯაფარიძის ემოციური ამბავი

პარიზში, ქართველმა სპორტსმენებმა ქვეყანას არაერთი მედალი და დიდი სიხარული მოუტანეს. ამ ზეიმის ერთ-ერთი შემოქმედი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძეც იყო.ანამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სადებიუტო პარალიმპიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ეგვიპტელი სპორტსმენი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. პირველ შეხვედრაში ქართველმა პარასპორტსმენმა აშშ-ის წარმომადგენელი არიანა პაოლო აგუილა რამოსი დაამარცხა, მეოთხედფინალში პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონ მერიემ ბეთულ ჩავდარს სძლია, ნახევარფინალური შეხვედრა კი ირანელ ზაჰრა რაჰიმთან დათმო.ანას წარმატების გზა არც ისე იოლია, მან "პრაიმ შოუში" გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომ ხელის ამპუტაციის შემდეგ გაეგრძელებინა სულ სხვა ცხოვრება:"16 წლის ვიყავი, როდესაც ხელის ამპუტაცია დამჭირდა. საწარმოო უთოში დამეწვა ხელი და ერთი კვირის მანძილზე მაკვირდებოდნენ, ბოლო წამამდე ვფიქრობდი, რომ ხელის ამპუტაცია არ დამჭირდებოდა. დედაჩემის ძალიან დიდი ინიციატივა იყო, რომ დამეწყო სპორტული ცხოვრება. აქტიური ბავშვი ვიყავი, ტანვარჯიშსა და სპორტულ ცეკვებზე დავდიოდი. ფიზიკური აქტივობა უცხო არ იყო ჩემთვის. ამ სფეროში ვიპოვე ჩემი თავი" - ამბობდა ანა.

ანა ჯაფარიძე

პოლიტიკა 1724995140

ირაკლი კობახიძემ ანა ჯაფარიძეს პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარატაეკვონდოისტ ანა ჯაფარიძეს პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი სატელეფონო ზარით მიულოცა.თავად ანა ჯაფარიძემ, პრემიერს გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.საქართველომ პარალიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა.პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა - 19 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.სადებიუტო პარალიმპიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ეგვიპტელი სპორტსმენი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა.პირველ შეხვედრაში ქართველმა პარასპორტსმენმა აშშ-ის წარმომადგენელი არიანა პაოლო აგუილა რამოსი დაამარცხა, მეოთხედფინალში პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონ მერიემ ბეთულ ჩავდარს სძლია, ნახევარფინალური შეხვედრა კი ირანელ ზაჰრა რაჰიმთან დათმო.ანა ჯაფარიძე მესამე ქართველი პარასპორტსმენი ქალია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლები ნინა თიბილაშვილმა და ინა ქალდანმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაზე პირველად ასპარეზობენ.

ანა ჯაფარიძე

სპორტი 1724957968

19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე პარაოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუპოვა

საქართველომ პარალიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა.პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა - 19 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.სადებიუტო პარალიმპიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ეგვიპტელი სპორტსმენი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა.პირველ შეხვედრაში ქართველმა პარასპორტსმენმა აშშ-ის წარმომადგენელი არიანა პაოლო აგუილა რამოსი დაამარცხა, მეოთხედფინალში პარალიმპიადის ვიცე-ჩემპიონ მერიემ ბეთულ ჩავდარს სძლია, ნახევარფინალური შეხვედრა კი ირანელ ზაჰრა რაჰიმთან დათმო.ანა ჯაფარიძე მესამე ქართველი პარასპორტსმენი ქალია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლები ნინა თიბილაშვილმა და ინა ქალდანმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაზე პირველად ასპარეზობენ.

მერიემ გოგაშვილი

ტაბლოიდი 1722014693

მერიემ გოგაშვილი შეყვარებულია - „თვალებშიც კი მეტყობა, როგორი ბედნიერი ვარ...“

მერიემ გოგაშვილი შეყვარებულია. „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე ამბობს, რომ რჩეულის ვინაობას არ გაამხელს, რადგან ამით ურთიერთობის გაფრთხილებას ცდილობს.„მერიემის პირადში სიფერადე ხდება, ბედნიერება, კარგი დღეები... თვალებშიც კი მეტყობა, როგორი ბედნიერი ვარ და როგორც მიციმციმებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემს საყვარელ მამაკაცთან ერთად ვარ. ჯერჯერობით მის ვინაობას ვმალავ, ასე მირჩევნია...“ - ამბობს მერიემი „პრაიმტაიმთან“.

მერიემ გოგაშვილი

ტაბლოიდი 1721806522

„საქართველოში, ძირითადად, ძუნწი მამაკაცები გვყავს...“ - როგორი მამაკაცი სჭირდება მერიემ გოგაშვილს

მერიემ გოგაშვილს უკვე კარგად ვიცნობთ, რადგან ორგზის „პრაიმ ჰაუსელია“, თუმცა, მის ცხოვრებაში კიდევ ბევრი რამ არის, რაზეც ის „თბილისელებთან“ საუბრობს:გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან:– როგორი ხარ რეალურ ცხოვრებაში? მართლა წამწამებიანი გველაძუა არის შენი რეალური სახე?– არა, არ არის (იცინის). ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ გადავაფასე. უფრო დავაფასე ურთიერთობები. რეალურად ძალიან კეთილი ვარ, მეგობრობაში გულსა და სულს მოგცემ, ყველაფერს გავაკეთებ. რამე რომ არ შემეძლოს, მაგრამ შენ გჭირდებოდეს, მაინც გაგიკეთებ, აუცილებლად. რეალურ ცხოვრებაში საერთოდ სხვა ტიპი ვარ, მაგრამ სარკაზმი და ირონია მაინც მახასიათებს. არ მიყვარს რამის შელამაზება. მირჩევნია, ყველაფერზე პირდაპირ გითხრა, ვიდრე ვაზელინი ვიყო და გეპირფერო. თუ მემეგობრები, მემეგობრები ასეთს.– ნათქვამი გაქვს, მიყვარს, როცა მამაკაცი ხელისგულზე მატარებსო. რას ნიშნავს შენთვის ხელისგულზე ტარება?– ყველა ქალს უყვარს, როცა მასზე ზრუნავენ, ყურადღების ცენტრში ჰყავთ, სითბოს იჩენენ, მაგრამ ზრუნვა მატერიალურ მზრუნველობაშიც გამოიხატება. როდესაც მამაკაცი ძალიან ბევრ რამეს გიკეთებს: გამოგზაურებს, გყიდულობს, რაც გინდა – ეს არის ხელის გულზე ტარება. თუ მამაკაცი მატერიალურად შემდგარი არ არის, მე მასთან ურთიერთობა არ მექნება.– ერთ დღესაც ღარიბი ბიჭი რომ შეგიყვარდეს, რას შვრები?– არა, არ იქნება ასეთი სიტუაცია (იცინის). როდესაც რაღაც პრობლემა მაქვს და მამაკაცი მიგვარებს, ამაზე ვგიჟდები. მატერიალური მდგომარეობის შემდეგ ამას ვაქცევ ყურადღებას. შენ რომ შენს პრობლემაზე ეტყვი და ის ძალიან მშვიდად გიპასუხებს, მორჩა, მოგვარებულია... მამაკაცი რომ პრობლემებს უთქმელად გიგვარებს, ამაზე კარგი რა არის?! რაც შეეხება სიღარიბეს, მამაკაცი უნდა შრომობდეს. მამაკაცი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის. ჯერ თვითონ უნდა მოსწონდეს საკუთარი თავი და მერე უკვე ზრუნავდეს იმ ქალზე, ვინც გვერდით უდგას, რათა ის კარგად გამოიყურებოდეს, თავს კარგად გრძნობდეს – ამით კაცი საკუთარ არჩევანს სცემს პატივს. ქალს ყველაზე მეტად ბედნიერება უხდება. იმას არ ვამბობ, რომ კაცმა მე ყველაფერი უნდა გამიკეთოს და მე ანალოგიური – არა, როგორც კაცი დებს ურთიერთობაში რესურსს, ისე უნდა ჩადოს ქალმაც, მაგრამ მე მიყვარს დომინანტი მამაკაცები. თუ პაემანზე კაცი მეტყვის, რომ ორივემ თანაბრად ავიღოთ ფინანსური ვალდებულებები, მოდი, ასეთი მამაკაცი, კარგად იყოს, რა (იცინის).– რთულია შენთვის სასურველი მამაკაცის პოვნა?– ძალიან (იცინის). საქართველოში, ძირითადად, ძუნწი მამაკაცები გვყავს. თუმცა, იმედს არ ვკარგავ (იცინის).

უშხვანი

ტაბლოიდი 1718565184

სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს

სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს.„ჩემი ჰეითერები  აუ მოდი მერიემს ვუგულშემატკივროთ აჭრა და დაამცირა! (უი მერიემი წავიდა)მოდი კაპანაძეს ვუგულშემატკივროთ საშინლად დაამცირა!აუუ ანი ამათ ჯობია უფრო გადაუარა აბულინგა და დაამცირა ,ანი შენთან ვართ (უი ანიც წავიდა)აუუ მოდი ხმის ლიდერს ვუგულშემატკივროთ იქნებ შეჭამოს სალომეე , იიი იცი რას უზამს ვიკი სალომეს აი შეჭამს, ( ვიკიმ შემჭამოს პრობლემა არ მაქვს)აი საცოდაობის ზენიტი  როგორ არ დაგცინოთ, რა გამიმწარებიხართ ბიჭოოო უშხვანი , უშხვანი, უშხვანი….აბა რაა!!გკოცნით“, - წერს სალომე უშხვანი.

მერიემი

ტაბლოიდი 1714164298

მერიემის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსს“ გამოეთიშა

„პრაიმ ჰაუსი“ პირველმა აუტსაიდერმა უკვე დატოვა.რეალით შოუს მერიემ გოგაშვილი გამოეთიშა.გთავაზობთ მერიემის პირველ კომენტარს:,,არ გავკეთებ კომენტარს, არ ვიტყვი არაფერს" - ამბობს მერიემი

"პრაიმ ჰაუსი-All Star"

ტაბლოიდი 1714163825

ცნობილია, ვინ დატოვა „პრაიმ ჰაუსი“

„პრაიმ ჰაუსი“ პირველმა აუტსაიდერმა უკვე დატოვა.რეალით შოუს მერიემ გოგაშვილი გამოეთიშა.მაყურებლის რჩეული დიასა გახდა.პროექტის გადაწყვეტილებით, გამარჯვებისთვის ბრძოლას სალომე უშხვანი და ნიკოლოზ ქართველი აგრძელებენ.