პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომღერალ გია დავითიანს, აგარაკზე, ბროწეულაში მეგობარმა თავისი ფერმიდან ციკანი აჩუქა. გიამ საყვარელ ციკნთან ერთად გადაღებული ფოტო ფეისბუქზე დადო, რასაც მოჰყვა კომენტარები, "ჩაქაფულისთვის" გინდა"? ქართველს ხომ მაშინვე "ჭამა-სმა დიდად შესარგი" და ცხელი კერძები ახსენდება?!
მომღერალი ციკანზე თავის გასტრონომიულ ფანტაზიებს არ ავითარებს და როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, ამ საყვარელი ცხოველის შეჭმას არ აპირებს.
გია დავითიანი: ახალგაზრდა ფერმერმა მაჩუქა, ჩემი სახელი ჰქვია, უბრალოდ, არ წამიყვანია სახლში. ნამდვილად ვერ მივირთმევ ამ ციკანს. საცოდაობაა. ვერ დავკლავ, რას ლაპარაკობთ?! დასაკლავად ვერა, მაგრამ გასართობად შეიძლება წამოვიყვანო. თხა ყველაფერს გადაჭამს ეზოში. ამიტომ შემოღობილში გავუშვებ. პატარა სოფლის მეურნეობას ვაპირებ. და იქ იბაკუნებს წინ და უკან. მერე მეც გავაჩუქებ.
კომენტარებში მიწერენ - ჩაქაფულისთვის გინდაო? ციკნისგან ჩაქაფული არ კეთდება. ან რძეში იხარშება და ამგვარად მისართმევი კერძია, ან თონეში იწვება. ციკანი ისე იპუტება, როგორც გოჭი, შემდეგ კანიანად იწვება და ცხელ-ცხელი უნდა მიირთვათ.
აი, ჩაქაფული კი ბატკნისგან მზადდება. არ ვიტრაბახებ, მაგრამ მე ისეთ ჩაქაფულს ვაკეთებ, ჩემი საძმაკაცო თითებს იკვნეტს. ხბოსგანაც მზადდება, მაგრამ არც ეგაა ჩაქაფული და არც ქათმის. იგონებენ სისულელეს. ჩაქაფული არის ბატკნის!
მამა აკეთებდა გადასარევად და მისგან ვისწავლე. კაცის ხელისგან გაკეთებული ეს კერძი, სულ სხვაა.
ბატკნის დუმა წვრილად უნდა დაჭრა და მოხრაკო იმ ქვაბშივე, სადაც შემდეგ ხორცს მწვანილთან ერთად ფენებად ჩაალაგებ. თავსახურს დააფარებ და მოხარშავ, ტყემალი კი, გამორთვის შემდეგ უნდა დააყაროთ, რომ ვიზუალი შეინარჩუნოს და არომატიც გაუშვას. 15 წუთი უნდა, რომ ტყემალმა ნახევრად ჩახარშვა მოასწროს და შემდეგ ამოიღეთ. 200 გრამიანი ჭიქით კახური ღვინო უნდა ჩაუშვათ, ახალი ნიორი, მწვანე წიწაკა... კურკა ხომ შეგხვედრიათ ჩაქაფულში? ეს უკვე სუსტი დიასახლის ამბავია. ტყემალი კერძში ჩაშლილი არ უნდა იყოს.