პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ეკა არჩვაძის და გია დავითიანის ქორწინებიდან უკვე ორი წელი გავიდა. წყვილის ერთად ყოფნის სურვილს, ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. ცნობილი მუსიკოსისა და გინეკოლოგის სიყვარულის ისტორია ფარულად დაიწყო და რამდენიმე თვეში ხელის მოწერით დაგვირგვინდა.
და 12 თებერვალს გაუდიოდა გუგუნი გიას სახლს ბროწეულაში. ეკას კერძებით აღფრთოვანებული სტუმრები, ზედმეტი ორ-ორი კილოთი წავიდნენ ბროწეულადან... ისმოდა შეწყობილი ხმები და ჯადოსნური ჰანგები...
წყვილმა, სიმბოლურად, სუნამოები გაუცვალა ერთმანეთს. სტუმრების კმაყოფილებით თავადაც ისიამოვნეს და ემოციებს მადრიდამდე გაიყოლებენ. იქ მეგობრის დაბადების დღეზე ისევ ამღერდება "ალილო".
მანამდე კი გია "პრაიმტაიმის" მკითხველს ამ საღამოზე უყვება...
გია დავითიანი: სტუმრები გავაოცეთ. ამბობდნენ, თქვენს საოცარ პურმარილზე ისე ავკრიფეთ წონა, ერთი თვე დიეტაზე ჯდომა მოგვიწევსო.
მე მხოლოდ "ჩანახი" გავაკეთე. რახან ცხვარი ბევრს არ უყვარს, დეკეულისგან მოვამზადე. დანარჩენი ყველაფერი ეკამ გააკეთა და შოკირებული ვარ, როგორ შეძლო. სამი დღეა ისე დაიტვირთა მზადებით, რომ დილის შვიდ საათზე შედიოდა დასაძინებლად.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მეჯვარეებმა გამოთქვეს სურვილი, ჩვენთან მობრძანდით, ეს თარიღი აღვნიშნოთო. სხვაგან რატომ უნდა აღგვენიშნა? და ჩვენთან, ბროწეულაში, მაგარი საღამო გამოგვივიდა. სასწაული ქეიფი იყო.
ლაშა ღლონტი და "ალილო" იყო თავისი შემადგენლობით. ჩვენი ოჯახის წევრები, მეგობრები... ღმერთს მადლობა, რომ ასეთი ლამაზი საღამო გამოგვივიდა. თუმცა ის, რაც თურქეთში ტრიალებს, ძალზე მოქმედებს ჩვენზე. ბევრი ვიფიქრეთ, გაგვეკეთებინა თუ არა ამხელა სუფრა. მაგრამ როგორც გითხარით, ჩვენს ირგვლივ ბევრს ჰქონდა ამის სურვილი. "მოვდივართო", დაიძახეს და.... ბევრი ვიმღერეთ, კარგად მოვილხინეთ.
გვქონდა სიმღერის პრემიერა, ჩვენმა მიშა ჭონიშვილმა და ჩვენ - "ალილომ" ერთად ჩავწერეთ გოგი ცაბაძის "სულში ჟრუანტელი მივლის". გოგი დოლიძე ფანტასტიკურად მღეროდა. ხმებში გავშალეთ, დიდი მოწონება დაიმსახურა. რეპერტუარში შევიტანეთ.
ეკას შოთიკომ იმღერა "ვარდები არ არიან".
***
...40 წლის შემდეგ, ეს 23 წელი, ერთი თვალის დახამხამებაში გაფრინდა. მაგრამ ჩემი და ეკას ორი წელი, არც მალე გასულა და არც გაწელილა. ამ სუფრით მივხვდი, ეს ორი წელი რამდენს ნიშნავს თურმე ჩვენთვის. იმდენი ლამაზი სიტყვა ითქვა, ცაში აგვიყვანეს მე და ეკა. ეკას მხარე ამბობდა, სიძე გამოგვადგაო, ჩემი მხარე - რძალს აქებდა. რა დროს ჩემი სიძეობაა, კაცოო...
ბოლოს, ეკამ თავისი უზბეკური ფლავით გააკვირვა ხალხი. სასწაული დეკეულის ხორცით მოამზადა, ფანტასტიკური გამოვიდა. ყველამ აღნიშნა. მოკლედ ასე, სტუმრები კმაყოფილები გავუშვით. დღეიდან დიეტაზე არიან.