„ლეგენდები მიდიან...“ - ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა
1728416068
28 წლის ბრიტანელი ქალი, რომელმაც ყოფილ შეყვარებულს 1000 შეტყობინება გაუგზავნა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს.
მიშელ ფელტონი და რაიან ჰარლი 2021 წლის თებერვალში დაშორდნენ, თუმცა ფელტონმა განშორება ვერ გადაიტანა და ყოფილ შეყვარებულს რეგულარულად ურეკავდა და შეტყობინებებს უგზავნიდა. ყოველდღიურად ის რაიან ჰარლის 150 შეტყობინებას უგზავნიდა, შემდეგ კი მისი სახლის კართან საჩუქრების დატოვება დაიწყო.
რაიან ჰარლი აცხადებს, რომ ყოფილი შეყვარებულის ქმედებების გამო თვითმკვლელობის პირას აღმოჩნდა და პოლიციას მიმართა.
მიშელ ფელტონმა ბრალი აღიარა, მას 18 თვის განმავლობაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დაეკისრა. გარდა ამისა, ქალს ყოფილ შეყვარებულთან ამავე პერიოდის განმავლობაში ურთიერთობა აეკრძალა.