„ბევრი წელი უყვარდა ერთი ბიჭი და ვერასდროს გაუბედა ეთქვა...“ - ნუკი კოშკელიშვილის რჩევა გოგოებს

koshkelishvili

ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი მორიგ მოტივატორულ პოსტს აქვეყნებს და გოგოებს, რომლებსაც სხვადასხვა სახის კომპლექსი აქვთ, მეგობრის მაგალითს უზიარებს.

„ძალიან დიდი ხნის უნახავი მეგობარი შემხვდა ახლა. ბევრი წელი ვმეგობრობდით ბავშობიდან და რაც მე მახსოვს, ორი რაღაც აკომპლექსებდა და სულ ტვინი ჰქონდა ამით წაღებული და მეორე, ბევრი წელი უყვარდა ერთი ბიჭი და ვერასდროს გაუბედა ეთქვა ან გამოეხატა სიმპათია. მიხვდებით, ახლა რატომ გიყვებით ამ ამბავს.

ორი კომპლექსი რომ გითხარით, ერთი იყო თხელი თმა (მართლა ძალიან თხელი თმა აქვს) და აჩემებული ჰქონდა, რომ მამაკაცებს ლამაზთმიანი ქალები მოსწონთ და მეორე კომპლექსი იყო წონა.

ხოდა, ახლა მხვდება და რომ ვიხსენებდით რაღაცებს, მეუბნება, ხომ გახსოვს გიორგიო (მოვიგონე სახელი) ხოდა უნდა გაცინოო, მაგან ცოლი მოიყვანა 5 წლის წინ თავგადაპარსულიო, მერე იმას დაშორდა და შემდეგი აი, გემრიელი პუტკუნა გოგო მოიყვანაო ცოლადო. ახლა დაშორდა იმასაც და რომ გავიგე ეს ამბავი, ვიფიქრე ამ ბიჭის ტიპაჟი ვყოფილვარ და მივწერეო და „გიორგიმ“ სულ ყოველთვის მომწონდიო, მეგონა შენ არ მოგწონდიო…

მოკლედ მორალი რაშია, დაიკიდეთ ეს კომპლექსები, არაფერს არ გვრგებს, სისულელეა და ის არის, რაც გვაბრკოლებს ცხოვრებაში. და კიდევ ერთი მორალი, ნუ გაეკარებით ასეთ გიორგებს, 5 წელიწადში ორი ცოლი ცოტა ბევრი ხომ არ არის?  ვხუმრობ, რა თქმა უნდა“, - წერს კოშკელიშვილი.