„ბარბი“ წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

ბარბი

გრეტა გერვიგის კომედიამ „ბარბი“ უქმეებზე მსოფლიოს მასშტაბით 1,36 მილიარდი დოლარი შეაგროვა და წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. ამის შესახებ Collider-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აქამდე 2023 წლის ყველაზე წარმატებული სურათი იყო „ძმები სუპერ მარი კინოში“, რომლის შემოსავალმაც 1,358 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„ბარბის“ პრემიერა 2023 წლის 21 ივლისს შედგა. სურათის შემოსავალმა 1 მილიარდს სულ რაღაც 17 დღეში გადააჭარბა. ეს Warner Bros.-ის ყველაზე წარმატებული რელიზი გახდა, რომელმაც სტუდიის წინა რეკორდსმენებს - „შავ რაინდსა“ და „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები. ნაწილი 2“ გაუსწრო.

„ბარბი“ ასევე ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული ყველაზე შემოსავლიანი ფილმია ისტორიაში.

ასევე ნახეთ:

„ვიღაც ახალგაზრდა ხელებგაშლილი იწვა ირაკლის საფლავზე. უკითხავს, ვინ არისო და... ეგ ისაა, რომელმაც ირაკლი მოკლაო"

ლაშქრობაში წასული ახალგაზრდა ქალი დასისხლიანებული და მკვდარი იპოვეს - საქმე 36 წლის შემდეგ გახსნეს

წვიმა, სეტყვა და ქარი - ნახეთ ამინდის პროგნოზი