ლაშქრობაში წასული ახალგაზრდა ქალი დასისხლიანებული და მკვდარი იპოვეს - საქმე 36 წლის შემდეგ გახსნეს

კეტლი

1987 წლის 13 ივნისს, დილით ადრე, 23 წლის კეტრინ „კეტი“ სპოსიტო გაემგზავრა ლაშქრობაში  პრესკოტში, არიზონას შტატში. ლაშქრობის დროს მოულოდნელად გოგოს ყვირილის ხმა გაიგონეს, დასახმარებლად მისულებს კი გოგო დასისხლიანებული და მკვდარი დახვდათ. ამ დროის განმავლობაში გოგოს მკვლელობის საქმე გაუხსნელი იყო, ახლახან ადგილობრივმა პოლიციამ გამოაცხადა, რომ ახალგაზრდა ქალი სერიული სექსუალური მკვლელის, ბრაიან სკოტ ბენეტის მოკლული იყო.

„დღეს დიდი დარწმუნებით ვამბობ, რომ კეტი სპოსიტო მოკლა ბრაიან სკოტ ბენეტმა“, - განუცხადა იავაპაის ოლქის შერიფმა დევიდ როდოსმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.

პოლიცია თვლის, რომ ბენეტმა, რომელიც იმ დროს სულ რაღაც 16 წლის იყო, სპოსიტოს  ქანჩი დაარტყა და მოკლა. ეს იყო მისი პირველი მკვლელობა, გამოძიების თანახმად, ამ შემთხვევის შემდეგ ის კიდევ სამ ქალს დაესხა თავს.

ათწლეულების განმავლობაში, როგორც სპოსიტოს მკვლელობა, ასევე სექსუალური ძალადობების შემთხვევები გაუხსნელი რჩებოდა.

შერიფის ოფისის გაუხსნელი საქმეების განყოფილების და დნმ-ის ტექნოლოგიის მოხალისეების ჯგუფს დიდი დრო დასჭირდა ბენეტის საბოლოოდ გამოსააშკარავებლად.

თუმცა ამბავი ამით არ მთავრდება. გამომძიებლები ეჭვობენ, რომ ბენეტს - მისი თავდასხმების სიხშირისა და თანმიმდევრულობის გათვალისწინებით - შეიძლება მეტი მსხვერპლი ჰყავდეს.