სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
1738769400
ქეთი დოლიძე 79 წლის გახდა. რეჟისორს ქალიშვილი, მსახიობი თამრი ბზიავა სოციალურ ქსელში ასე ულოცავს დაბადების დღეს.
"დე, გილოცავ დაბადების დღეს, დიდხანს სიცოცხლეს, იმ მნიშვნელოვან და ძალიან საჭირო მიზნებისთვის მიგეღწიოს, რომელიც ამ ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია! არა ერთი ფანტასტიკური რამ გაგიკეთებია ამ ქვეყნისთვის და იმედი მაქვს, ოდესმე დაგიფასდება.
Love you to the Jupiter and back.
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღეს გილოცავთ ყველას. სიმშვიდე იყოს და ღმერთმა გაგვიფაროს" - წერს თამრი ფეისბუქზე.
ორი წლის წინ ქეთი თავის დაბადების დღეს ბოდბის დედათა მონასტერში შეხვდა. მაშინ თამრიმ იუბილარ დედაზე "პრაიმტაიმს" ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ამონარიდს.
თამრი ბზიავა: სხვა უამრავ ადამიანთან ერთად, ქეთი ერთ-ერთი უპირველესია, რომელიც ბოდბის მონასტერს ეხმარება. პატრიარქის ინიციატივით, 1992 წლიდან მოყოლებული, მონასტრის მეურვეობა ჩაებარა...
ის მარმარილოს ქვა, რომელიც წმინდა ნინოს საფლავზეა განთავსებული, პატრიარქის დავალებით, ქეთიმ ჩამოაბრძანა კაბადოკიიდან. 90-იანი წლების ქალთა მოძრაობა - "თეთრი მანდილის" რამდენიმე წევრთან ერთად, ტრაბზონის გავლით ჩავიდა კაპადოკიაში (შოთი და აჩი არველააძეები მაშინ ტრაბზონში თამაშობდნენ და ისინიც დაეხმარნენ) და დათქმული ადგილიდან წამოაბრაძანა ეს მარმარილოს ქვა. არ ვიცი, რატომ მაგრამ ამის გაკეთება პატრიარქმა დედას დაავალა.
მახსოვს, პატარა ვიყავი, რვა წლის ვიქნებოდი, როდესაც ბოდბეში პირველად ჩავედით.
ამ მონასტერს უმძიმესი წლები აქვს გადატანილი. კომუნისტების დროს საავადმყოფოდ იყო გადაკეთებული და ოპერაციებს აკეთებდნენ ერთ-ერთ ხატზე. ეს ხატი სასწაულმოქმედია. საოცარია ცალკე დედა თეოდორას ისტორია, რომელიც ომშიც ნამყოფია.
მოკლედ, იმ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს მონასტერი ქეთის მეორე სახლია. არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ ამბობს, რომ აღარ ვიქნები, აუცილებლად ბოდბის მონასტრის ეზოში, ერთ-ერთი კიპაროსის ქვეშ დამასაფლავეთო.
სრულად წაიკითხეთ აქ...