ალასკის ნაკრძალმა „მსუქანი დათვების კვირის“ გამარჯვებული გამოავლინა

გამარჯვებული დათვი

ალასკის ეროვნულმა პარკმა და ნაკრძალმა „კატმაი“ ტრადიციული კონკურსი „მსუქანი დათვების კვირა“ ჩაატარა, რომლის გამარჯვებულიც ჩანკი გახდა.

ის მამრია, რომელიც ახლა 500 კილოგრამს იწონის. კონკურსის ვებგვერდზე ჩანკის პროფილში აღნიშნულია, რომ ივნისში მან სხვა დათვთან ბრძოლისას ყბა მოიტეხა. პარკის რეინჯერები აღვანიშნინე, რომ ტრავმის მიუხედავად, ჩანკი არ დანებდა, გააგრძელა ნადირობა და ზამთრისთვის სოლიდური წონაც აკრიფა.

BBC-ს ინფორმაციით, კონკურსი მაშინ ტარდება, როცა დათვები ზამთრის ძილამდე მაქსიმალურ წონას კრეფენ. მასში ნაკრძალის ბინადარი დათვები მონაწილეობენ. წელს კონკურსში 12 დათვი მონაწილეობდა.