პრემიერი: წინა არჩევნებზე, როცა ამოიბეჭდა საარჩევნო ხმები, დაფიქსირდა 1 120 000 ადამიანის მხარდაჭერა - ეს არის მთავარი საზომი და როდესაც 1 120 000 ადამიანის საპირწონედ 120 ადამიანი დგას რუსთაველზე ეს უნდა იყოს „მარკერი“

პრემიერი

წინა არჩევნებზე, როცა ღილაკებს დაეჭირა ხელი და ამოიბეჭდა საარჩევნო ხმები, დაფიქსირდა 1 120 000 ადამიანის მხარდაჭერა - ეს არის მთავარი საზომი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულო ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, როდესაც 1 120 000 ადამიანის საპირწონედ 120 ადამიანი დგას თბილისის შტაბთან და რუსთაველის გამზირზე, ეს უნდა იყოს „მარკერი“.

„ჩვენ „გორბის“ კვლევით არ ვხელმძღვანელობთ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ერთადერთი რამით - ეს არის არჩევნების შედეგები. წინა არჩევნებზე ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა. როცა ღილაკებს დაეჭირა ხელი და ამოიბეჭდა საარჩევნო ხმები, დაფიქსირდა 1 120 000 ადამიანის მხარდაჭერა. ეს არის მთავარი საზომი და როდესაც 1 120 000 ადამიანის საპირწონედ 120 ადამიანი დგას გნებავთ, თბილისის შტაბთან, გნებავთ, რუსთაველის გამზირზე, ეს უნდა იყოს „მარკერი“, - განაცხადა პრემიერმა.