„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
რეზოლუციები ახალი არაა, კარგად ვიცით ჩვენც და საზოგადოებამაც, თუ როგორ ხდება მათი მიღება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული მორიგი რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, რეზოლუციების მისაღებად ფულს იხდნიან.
„მსგავსი რეზოლუციები ახალი არაა. ყველაფერი კარგად ვიცით ჩვენც და საზოგადოებამაც, როგორ ხდება მათი მიღება. მათ არანაირი ფასი არ აქვს და ვიცით, როგორი შინაარსის აქვს. სხვათა შორის, გამჭვირვალობის კანონის, FARA-ს მეშვეობით გახდა ცნობილი, როგორ ხდება რეზოლუციების მიღება. ჩვეულებრივ ფულს იხდიან ამაში და რასაც უნდათ, იმას აწერინებენ. რეალობას რომ შევხედოთ, გამჭვირვალობა – ის კანონი, რომელსაც ებრძვიან, მნიშვნელოვანია, რადგან არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, უცხოეთიდან შემოსული თანხებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით მოდიოდა, მოხმარდეს შიდაპოლიტიკურ პროცესებს. მოხმარდეს საზოგადოების გახლეჩას, მოძალადეების წახალისებას. ეს ყველაფერი დაუშვებელია და კატეგორიულად მიუღებელია. ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ გვყავს, გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც კონკრეტულ საქმეებში არიან დამნაშავეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.