1727944755
ალასკაზე წყვილი ძაღლებს ავტობუსით ასეირნებს
ალასკაზე წყვილი ძაღლებს ავტობუსით ასეირნებს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლი ტომფსონს და მის ცოლ მოს ძაღლების გასეირნების სერვისი აქვთ. წყვილმა ფეხით სეირნობას ავტობუსის ყიდვა და ძაღლების ყოველდღე სხვადასხვა ადგილას სალაშქროდ წაყვანა გადაწყვიტა. ლი ტომფსონი ჰყვება, რომ ოთხფეხა მგზავრებს პირდაპირ სახლებთან აკითხავენ, ძაღლებმა ავტობუსში საკუთარი ადგილები იციან და მოგზაურობა უყვართ.
ლაშქრობის შემდეგ ძაღლები ავტობუსში სხდებიან და სახლებში ბრუნდებიან.
ლი და მო ძაღლებს უკვე 2 წელია ასეირნებენ. ამ დროის განმავლობაში მათ სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობა მოიპოვს