მაია ბუწაშვილი „შავ ჭირთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
1791232257
ეთერ ლიპარტელიანის პირველი კომენტარი ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს გვერდით დგომისთვის. დღევანდელ დღეს დადებითად შევაფასებდი, რადგან ნეკნის ტრავმა მქონდა და თითქმის, სულ გამაყუჩებლებით ვიჭიდავე და ფინალში გასვლა მოვახერხე. თუმცა, ძალიან მინდოდა ჩემპიონი გავმხდარიყავი, ამისთვის ყველანაირად მზად ვიყავი... გავიარე ძალიან კარგი შეკრებები.
ძალიან მინდოდა ტიტულის დაცვა. დასაცავად არ წამოვედი, წამოვედი იმისთვის, რომ კიდევ ერთი ისტორია დამეწერა, მაგრამ რას ვიზამთ... შევეცდები, შემდეგ წელს ჩემი ტიტული დავიბრუნო“, - ამბობს ეთერ ლიპარტელიანი.
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძიუდოისტმა 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა. ლიპარტელიანმა ფინალამდე რამდენიმე მეტოქე დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრამდე დამაჯერებლად მივიდა. ნახევარფინალში მან გერმანელ სეია ბალჰაუსს სძლია.
ფინალში ლიპარტელიანის მეტოქე იაპონელი აკარი ომორი იყო. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა გამარჯვება ვერ მოახერხა და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ეთერ ლიპარტელიანისთვის ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია. ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს შეჯიბრებაზე საპრიზო ადგილი დაიკავა და საქართველოს ნაკრებს მედალი მოუტანა.