„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
1-ელ სექტემბერს რუსმა ვარსკვლავმა, ალა პუგაჩოვამ, ტყუპები ლიზა და ჰარი სკოლაში წაიყვანა. მისი შვილები უკვე მესამე კლასში არიან.
ცნობილია, რომ ტყუპები აგრძელებენ სწავლას მოსკოვის პირველ გიმნაზიაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი მამა, მაქსიმ გალკინი გმობს კრემლის რეჟიმს და მხარს უჭერს უკრაინას ომში.
ამის მიუხედავად, ვარსკვლავურმა წყვილმა მაინც გადაწყვიტა რუსეთში ბავშვებს სწავლა გაეგრძელებინათ. ომის დაწყებიდან მალევე წყვილი ისრაელში გაემგზავრა. ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა, გალკინი კი საზღვარგარეთ დარჩა.
პრიმადონამ გააზიარა, როგორ გამოიყურებოდნენ მისი შვილები სკოლის პირველ დღეს. მათ სკოლის ფორმები ეცვათ.