VIDEO: ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა

ალა პუგაჩოვა

ცნობილი რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა, ამის შესახებ ინფორმაციას დიზაინერი იგორ გულიაევი ავრცელებს.

ალა პუგაჩოვას რუსეთში დაბრუნების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც დიზაინერმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ გადმოდის მომღერალი საკუთარი მანქანიდან და გულიაევის მაღაზიაში შედის, რომელიც მოსკოვის ცენტრში მდებარეობს. პუგაჩოვა ვიდეოში ამბობს, რომ ის უკვე საკმაო ხანია რუსეთში იმყოფება.

რუსეთის ყველაზე პოპულარულმა მომღერალმა ქვეყანა უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დატოვა. ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე მაქსიმ გალკინი იყვნენ იმ არტისტებს შორის, რომლებმაც კრემლის მიერ რუსეთში დაწყებული ომი დაგმეს.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ИГОРЬ ГУЛЯЕВ (@igorgulyaevofficial)