ახლა გადავწყვიტე, ვიცხოვრო ზურასთვის - ხათუნა ჟორდანია

ჟორდანია

ხათუნა ჟორდანიასთვის 2021 წელი განსაკუთრებულად ჩაითვლებოდა, რომ არა, დედისა და მეგობრის შვილის გარდაცვალება. ის წელს მძიმე სენისგან განიკურნა.

თურქეთის აჯიბადემის კლინიკიდან გამოსულმა რომ გაბრწყინებული თვალებით გვამცნო, კიბო დავამარცხეო, ყველას გვახსოვს და გვახარებს.

ბედნიერია, რომ სიცოცხლეს ჯანმრთელი აგრძელებს, თუმცა შვილობილისა და დედის წასვლით გამოწვეული ტკივილი არ აძლევს ამის ბოლომდე განცდის საშუალებას…

“პრაიმტაიმის” მეშვეობით კი ყველას მადლობას უხდის გულშემატკივრობისთვის და ჯანმრთელობას უსურვებს. განსაკუთრებით კი მათ, ვინც მძიმე სენს ებრძვის…

 

ხათუნა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ უფრო მეტ დროს ოჯახის სხვა წევრებს უთმობდა, ვიდრე ზურას და ამის გამო სულ ნაწყენი იყო

 

„სულ ნაწყენი მყავდა ჩემი ყურადღების ნაკლებობის გამო. ამიტომაც ახლა გადავწყვიტე, ვიცხოვრო ზურასთვის და მთელი ჩემი ყურადღება მას დავუთმო. მეორე მხრივ, რა იდეებიც მქონდა თავში და არ ვახორციელებდი, მინდა, ახლა განვახორციელო. დავიწყე ხატვა, სამკაულების კეთება, ავეჯის რესტავრირება, ვკერავ. ვფიქრობ, სატელევიზიო პროექტზეც. მოკლედ, ათასი გეგმა მაქვს…“, - განაცხადა ჟორდანიამ ჟურნალ "სარკესთან“

სხვა სიახლეები