გასული 48 საათის განმავლობაში კოვიდცენტრში 4 ბავშვი დაიბადა - სასიხარულო ამბავი კლინიკა ბომონდიდან 

ორსული

„კლინიკა ბომონდი“ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

„კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში კარგი ამბები გვაქვს.

გასული 48 საათის განმავლობაში კოვიდცენტრში 4 ახალშობილი (2 გოგონა, 2 ვაჟი) გაჩნდა. პატარების დედები კოვიდდადებითები არიან. ამ დროისათვის მელოგინეებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ.

შეგახსენებთ, რომ “ბომონდი”-ს კოვიდცენტრი ერთადერთია დასავლეთ საქართველოში, რომელიც კოვიდდადებით ან კიდევ კოვიდზე საეჭვო ორსულებს იღებს და მათ სრულ სამედიცინო მომსახურებას უწევს.