კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ქართველი ტრანსგენდერი, 25 წლის ტესა რუხაძე სოციალურ ქსელებში და ტელეეკრანზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და ბევრი ადამიანის გულის მოგებაც მოახერხა.
თავდაპირველად, მან სატელევიზიო ინტერვიუში პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, დაშორდა, ამან კი ბევრი კომპლექსი დაუტოვა.
„ოპერაციის მერე სახეგასიებული და თვალებდასიებული ვიყავი, ადამიანს არ ვგავდი. სახვევი რომ მოვიხსენი, პირდაპირ მითხრა: მე ისეთი უფრო მომწონდიო. დამოკიდებულება შეიცვალა და მეც კომპლექსი გამიჩინა. იქნებ, მართლა დავმახინჯდი და ასე უნდა დავრჩე-მეთქი. ზუსტად ამ პერიოდში დავიწყე ჰორმონების დალევა, გავხდი სასწაულად ემოციური და იმაზე მეტად შემიყვარდა, ვიდრე ადრე მიყვარდა.
არავისთან კონტაქტი არ მინდოდა, ჩავიკეტე, არ ვჭამდი, შიმშილით გულიც წამსვლია. არ დამავიწყდება, ახალ წელს გავემზადე, დავანთე სანთლები, გავშალე მაგიდა, მას ველოდებოდი და დამირეკა და მითხრა: მე არ მოვალო. ნარკოზები, ჰორმონები, სიყვარული... გადამეჭედა და სუიციდის მცდელობაც კი მქონდა.
ახლა ზუსტად ვიცი, არ შეიძლება ასე ადამიანის შეყვარება. მალავდა ჩემთან ურთიერთობას და თან ასაკით ჩემზე პატარაც იყო. ახლა მასთან კონტაქტი აღარ მაქვს, დავჭკვიანდი და ჩემი თავი ყველაზე მეტად მიყვარს. იმ პერიოდში ვბრაზობდი, ახლა კი ნამდვილად აღარ მაქვს ბრაზი გულში.“ - თქვა ტესამ.
ახლა კი, სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და გამომწერებს ყოფილი შეყვარებულის გარდაცვალებაზე უამბო.
„ადამიანი, რომელზეც გადაცემაში ვისაუბრე და ვის გამოც, ოდესღაც თვითმკვლელობა ვცადე, ვინც ჩემი სამყარო იყო, ცოცხალი აღარ არის. ამ ტკივილს არავის ვუსურვებდი, არავის“ - დაწერა ტესამ.
@tesarukhadze #tesa ♬ original sound - 🖤🤞🏻