პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიზაინერი დემნა გვასალია საფრანგეთში, ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში მომხდარ უსიამოვნო ინციდენტს იხსენებს.
„ადამიანებს ხანდახან ეშინიათ იმის, თუ როგორ გამოვიყურები, ჩემი სილუეტის. ისინი განმსჯიან, რადგან ვერ ახერხებენ ჩემს რომელიმე კატეგორიაში მოქცევას, ფიქრობენ „ეს რა ჯანდაბაა? ვინაა ეს კაცი?“
რამდენიმე დღის წინ რესტორან Maison du Caviar-ში ვიყავი პარიზში მეგობართან ერთად. როგორც წესი, მსგავს „პრესტიჟულ“ ადგილებში არასდროს დავდივარ, ძირითადად სახლში ვამზადებ საჭმელს. ჩაცმულობის გამო, რესტორანში არ უნდოდათ ჩემი შეშვება, ამბობდნენ „ჩვენთან ეს დაუშვებელია!“, თავიდან ფეხებამდე ბალენსიაგა მეცვა. ჩემმა მეგობარმა მათ უთხრა, რომ მასთან ერთად ვიყავი და მხოლოდ ამის მერე შემიშვეს. ესაა ჩემი ცხოვრების ისტორია, მე ადამიანების არც ერთ ჯგუფს/კატეგორიას არ მივეკუთვნები. ადამიანებს, რომლებიც ასეთ ადგილებში დადიან, არ აქვთ თავისუფლება გამოიყურებოდნენ ისე, როგორც მათ სურთ და ვფიქრობ, მთელი ჩემი კარიერა მიეძღვნება საწინააღმდეგოს დამტკიცებას. მოგვიანებით რესტორნის მფლობელი შემოგვიერთდა და მასთან ვისაუბრე მომხდარზე, ვუთხარი „რა ჯანდაბა ხდება? შენს თანამშრომლებს უნდა აუხსნა რომ 2021 წელია და ადამიანებს აღარ უნდა განვსჯიდეთ მათი სამოსის სილუეტის გამო.“ ყველგან ასეა, მანამ, სანამ გაიგებენ, თუ ვინ ვარ - ბალენსიაგას კრეატიული ხელმძღვანელი დემნა, არსად მიშვებენ, თუმცა, როდესაც იგებენ ვინ ვარ, ჩემი გარეგნობა მომენტალურად მისაღები ხდება. ეს ყველაზე დიდი უსამართლობაა, ეს მძულს და არ მინდა ამის ნაწილი ვიყო. არასდროს ვიქნები ისეთი მშიერი, რომ საჭმელად სმოკინგი ჩავიცვა. უფრო ბედნიერი ვიქნები, თუ „მაკდონალდსში“ ჩემი რეზინის ფეხსაცმლით წავალ. ეს არის ჩემი საოცნებო ცხოვრების სტილი“, - ამბობს დემნა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.