პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიზაინერი დემნა გვასალია მუდმივად მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში პირველ სამსახურზე საუბრობს.
„პარიზი, ნიუ-იორკი, მილანი, დაახლოებით 90 პორტფოლიო გავგზავნე. არსად ამიყვანეს. აქა-იქ რამდენიმე კომერციული შეთავაზება მქონდა, მაგრამ უკვე ვფიქრობდი, რომ ამ ინდუსტრიაში სამსახურს ვერ დავიწყებდი. მე არ ვიყავი ძალიან სოციალური, ვგულისხმობ მოდის კვირეულზე სიარულს და ხალხთან ურთიერთობას.
გადავწყვიტე, რომ პორტფოლიო მარჯიელაში გამეგზავნა. შეიძლება ეს ჩემი ეკონომისტის გონების დამსახურებაა, მაგრამ ვიფიქრე, [პორტფოლიო] უნდა გახსნან, შეფუთვა მნიშვნელოვანია. ზოგჯერ კომპანიები თავს არც იწუხებენ, რომ გადაშალონ, რასაც იღებენ.
პორტფოლიო პიცის ყუთში ჩავდე და გავგზავნე.
მათი ყურადღება მივიქციე, დამირეკეს და მითხრეს: „გვინდა, ჩვენს გუნდს შემოუერთდე“. შეძლებ, რომ 10 დღეში პარიზში ჩამოხვიდე?' 3 თვე მეგობრის ბინაში, დივანზე მეძინა, მაგრამ ეს უმნიშვნელო იყო, რადგან პარიზში ჩემთვის კარი გაიღო“, - იხსენებს დიზაინერი.