ცნობილი მსახიობი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

gaspar ulie

ცნობილი ფრანგი მსახიობი და მოდელი გასპარ ულიე 37 წლის ასაკში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ მის აგენტზე დაყრდნობით ფრანგული მედია ავრცელებს.

მსახიობი 18 იანვარს საფრანგეთის სამთო კურორტზე ლა როსერში იმყოფებოდა, სადაც თხილამურებზე სრიალის დროს მეორე მოთხილამურეს შეეჯახა და თავის მძიმე დაზიანებები მიიღო. ის მძიმე მდგომარეობაში გრენობლის საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც დღეს 19 იანვარს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მსახიობის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გასპარ ულიე ცნობილია ფილმებიდან  ჟან-პიერ ჟენეს "ხანგრძლივი ნიშნობა". პიტერ ვებერის "ჰანიბალი:აღზევება" ბერტრან ბონელოს "სენ ლორანი" და ა,შ,

გასპარ ულიე 2005 და 2017 წლებში საფრანგეთის ეროვნული კინოპრემიის "ცეზარის" ლაურეატი იყო. ულიე აგრეთვე იყო "შანელის" სახეც.