დაადგინეს გარდამტეხი ასაკი, როცა კაცებში გულის შეტევის რისკი ზრდას იწყებს - ახალი კვლევა
1770233760
„მაკ-კალისტერები დედის გარეშე დარჩნენ“,- ამ სიტყვებით მსოფლიო მედია კეტრინ ო’ჰარას გარდაცვალებას ეხმაურება. მსახიობი, რომელმაც საზოგადოებას თავი ფილმში, სახელწოდებით „მარტო სახლში“ შესრულებული კევინის დედის, ქეითის როლით შეაყვარა, 71 წლის იყო. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე არ ხმაურდება. გამოცემა „დეილი მეილის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანამდე ო’ჰარას სუნთქვის ძლიერი უკმარისობა ჰქონდა.
როგორც ო’ჰარამ ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, ერთხელ მასთან 8 წლის ბავშვი მივიდა და ასეთი სიტყვებით უთხრა - „შენ ხომ კევინის დედა ხარ, ჰოდა რატომ დატოვე ის სახლში მარტო, თანაც ორჯერ“. მსახიობის თქმით, განსაკუთრებით გაუჭირდა იმ სცენის თამაში, სადაც მის გმირს კევინი ცუდი საქციელის გამო დასაძინებლად ოთახში ძალით მიჰყავს.