რუსთავის მერიამ, ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის- „მართე შენი ქალაქი“ ახალი ეტაპი დაიწყო

ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერიამ, ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში,  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის- ,,მართე შენი ქალაქი“, მეთერთმეტე ეტაპი დაიწყო.
სტუდენტური პროგრამა ,,მართე შენი ქალაქი“, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, უკვე მეხუთე წელია ხორციელდება და მასში 300-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

პროგრამის ახალ ეტაპში ჩართულ ახალგაზრდებს ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან, ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან ერთად შეხვდა.

ნინო ლაცაბიძემ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე, ქალაქის მერიის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, აგრეთვე  ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული პროგრამებზე და პროექტებზე ისაუბრა.

„ახალგაზრდების მხრიდან  მუნიციპალური სერვისების შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღებაზე, ინტერესი ყოველ წელს იზრდება, რაც ძალიან გვახარებს.

სწორედ ამიტომ აგრძელებს რუსთავის მერია ერთ-ერთი წარმატებულ პროექტს - ,,მართე შენი ქალაქი“. პროექტის ფარგლებში, რუსთაველი ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ  დეტალურ ინფორმაციას იღებენ და ეცნობიან თითქმის ყველა სამსახურის მუშაობის სპეციფიკას.  მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი, ჩვენ მათი საჭიროებების უკეთესად დანახვაში გვეხმარება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთაველ სტუდენტებთან შეხვედრა ინერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. ნინო ლაცაბიძემ, ირაკლი შატაკიშვილმა და  მამუკა რეხვიაშვილმა ახალგაზრდების მიერ, მათთვის საინტერესო თემებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურებში, დღემდე ,,მართე შენი ქალაქის“ მონაწილე 60-ზე მეტი ახალგაზრდა დასაქმდა.

პროგრამა ,,მართე შენი ქალაქის“ მთავარი მიზანი, რუსთავის მართვაში ახალგაზრდების ჩართვა და მათი კარიერული ზრდის ხელშეწყობაა.