სიახლე, რომელიც კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა
1770191727
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უწყების ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
როგორც სუს-ში აღნიშნავენ, მამუკა მდინარაძე საქართველოშია და სამსახურში იმყოფება.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი შარაშიძემ.