პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიცინტერვიუ ჩაეწერა.
ამჯერად, რამდენიმე კითხვით „პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილეს, გიორგი დიასამიძეს, იგივე დიასას მივმართეთ.
- მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
- როცა ალკოჰოლს დავანებე თავი. ყველაფერი შემეცვალა - ცხოვრება, ჯანმრთელობა, ფინანსური მდგომარეობა.
- ვერასდროს წარმოვიდგენდი...
- მართლა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ „პრაიმ ჰაუსში“ მოვხვდებოდი. მეგონა, არ ამიყვანდნენ, ბევრი ხალხი იყო და ვერ წარმოვიდგინე, რომ ამარჩევდნენ. შემდეგ ძალიან გამიხარდა...
- ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
- ბევრ რამეს შევცვლიდი, რა თქმა უნდა, რადგან ბევრი წელი დავკარგე. დღესდღეობით, მადლობელი ვარ. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის ალკოჰოლთან იყო დაკავშირებული. 13 წლიდან დავიწყე დალევა. ვსვამდი მეგობრებთან და მარტოც. ეს ყველაფერი კი ოჯახურმა სიტუაციამ განაპირობა, იყო გაჭირვება და მქონდა დიდი სტრესი. დალევა ნელ-ნელა დავიწყე და ძალიან დამანგრია. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი მორჩა. 2011 წლის შემდეგ ალკოჰოლს აღარ გავკარებივარ,
- სტიმულს მაძლევს...
- ყველაზე დიდ სტიმულს ბებიაჩემი მაძლევს, მაგ ქალის გარეშე მე არ შემიძლია.
- გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განვახორციელე...
ძალიან მინდა, მოხუცთა თავშესაფარი გავხსნა. ეს ჩემი ოცნებაა და აუცილებლად გავაკეთებ. ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს მეგობრებიც მიწყობენ.
- პირველი სიყვარულის ისტორია...
- ეს იყო 2010 წელს, თან ძალიან ემოციური. გოგო საერთოდ არ მომწონდა, უბრალოდ ერთ-ერთ დაბადების დღეზე ერთად მოვხვდით. გვერდიგვერდ ვისხედით და ერთ მომენტში ისეთი რამ ვიგრძენი, ის ღამე თეთრად გავათენე. ერთი სული მქონდა, მეორე დღეს მენახა. ეს იყო საოცრება, არსებობს ასეთი სიყვარული . ერთად 2 წელი ვიყავით, სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო, საქართველოშიც მყავდა ჩამოყვანილი. სწავლობდა, მშობლები ხშირად ვერ უშვებდნენ აქეთ, მერე ერთადაც ვმუშაობდით თურქეთში... საბოლოოდ, ჩვენი დაშორება ფინანსებმა და მანძილმა განაპირობა. შემდეგ გათხოვდა, შვილები ჰყავს და მინდა, ძალიან ბედნიერი იყოს.
- ვერასდროს ვიქნებოდი...
- პრეზიდენტი (იცინის).
- მეშინია...
- სიმაღლის, სიბნელის, სიღრმის...
- რჩევას ვიღებ...
- რჩევას აუცილებლად ბებოსგან ვიღებ, ყოველთვის სწორია.
- მოხუცი ვიქნები...
- ძალიან კეთილი, ძალიან თბილი და ძალიან მაგარი პაპა და ბაბუა ვიქნები. მეც ძალიან დიდ სიყვარული მაქვს მათგან აღებული და შესაბამისად, ძალიან მაგარი ბაბუ ვიქნები.