მედიის ცნობით, უკრაინა ლითიუმის ერთ-ერთ უდიდეს საბადოს ტრამპთან დაკავშირებულ ინვესტორებს მიჰყიდის
1767970679
ზუგდიდელმა კიკბოქსიორმა, დავით ქირიამ, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე მებრძოლი, მიშელ პიგნოლო დაამარცხა.
მან ამ გამარჯვებით NDC-ს მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
„კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კიდევ ერთი ტიტული მოვიპოვეთ. ბედნიერი ვარ, რომ ღირსეულად წარვდექი ამ ტურნირზე და ვასახელე ჩემი ქვეყანა", - მიმართა გულშემატკივრებს დავით ქირიამ ბრძოლის დასრულების შემდეგ.
დაპირისპირება საფრანგეთის ქალაქ მარსელში გაიმართა. დავით ქირია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია კიკბოქსინგში.
მორიგ ბრძოლას იგი 3 დეკემბერს გამართავს.