პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს და ქართველი ფეხბურთელი კლუბს უახლოეს დღეებში შეუერთდება.
ზურგის ტრავმის გამო, „კვარამ“ იტალიის სერია A-ს ბოლო 3 მატჩი გამოტოვა - ატალანტასთან, ემპოლისთან და უდინეზესთან, თუმცა, ხვიჩას გარეშე დარჩენილმა „ნაპოლიმ“ სამივე მატჩის მოგება შეძლო.
გაზეთმა Corriere dello Sport-მა დღევანდელ გამოცემაში ხვიჩას სარეაბილიტაციო პროცესზე დაწერა.
„ხვიჩა კვარაცხელია ახლა სამშობლოში იმყოფება და ის „ნაპოლის“ სამედიცინო პერსონალის მითითებებს თბილისშიც მიჰყვება. ამით, ის დაბრუნებას დააჩქარებს. დღეს, ხვიჩა მიზანმიმართული თერაპიით დარბაზში ვარჯიშობს, მალე კი მოედანზე ინდივიდუალურ ვარჯიშსაც დაიწყებს.
აღდგენით პროგრამას საკმაოდ წარმატებული ეფექტი აქვს. თუ ასე გაგრძელდა, დიდი ალბათობით „კვარას“ სრული დატვირთვით გუნდთან ერთად 28 ნოემბერს იქნება. სწორედ ეს დღე სახელდება გუნდის შეკრების თარიღად.
ცნობისთვის, ახლა „ნაპოლი“ მუნდიალის პაუზაზეა გასული და სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 2023 წლის 4 იანვარს, სტუმრად „ინტერთან“ გამართავს. თუმცა, მანამდე ლუჩიანო სპალეტის გუნდი სეზონის განახლებისთვის თურქეთში მოემზადება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.