პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტალიური გამოცემა Corriere del Mezzogiorno ამტკიცებს, რომ „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებული ვარიანტი მოამზადა.
„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. ქართველ თავდამსხმელთან, რომელიც ნეაპოლელებმაბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონ ევროდ შეიძინეს, გუნდი კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. 2023 წელს აუცილებლად გაიმართება მხარეთა შეხვედრა, რომელიც დასრულდება ხელშეკრულების ვადის კორექტირებით. „ნაპოლის“ 77 ნომერი ამჟამად წელიწადში 1,4 მილიონ ევროს იღებს, მაგრამ მისი ხელფასი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
კვარაცხელიას მომავლის შესახებ დეტალები ჯერ არ ვიცით, მაგრამ ცნობილია, რომ „ნაპოლის“ ქართველი ტალანტის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად სურს. მისი თამაშები და შედეგიანობა თავისთავად მეტყველებს, რომ კვარაცხელია „ნაპოლის“ სწრაფად შეეგუა და ქართველი კარგად ჩაჯდა ლუჩანო სპალეტის სქემაში. უახლოეს კვირებში კვარაცხელიას მომავალზე უფრო მეტს სიახლეს გავიგებთ.
ხვიჩას ამჟამად ზურგის ტრავმა აწუხებს, რის გამოც სერია A-ში „ატალანტასთან“, „ემპოლისა“ და „უდინეზესთან“ ბოლო 3 მატჩში გამოტოვა“ – წერს იტალიური გამოცემა.