VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

ლევან შენგელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.

ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.

„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია.