ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიას პირადი ცხოვრების შესახებ გახდა ცნობილი, საზოგადოების ინტერესი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელის რჩეულის მიმართ დიდია.
ნიცა თავაძე სოციალურ ქსელებში აქტიურობისგან მუდმივად თავს იკავებს, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ მათი სურვილების მიუხედავად, უამრავი საპასუხისმგებლო ფაქტორი და კონტრაქტია. თუმცა, გულშემატკივრებს ერთობლივი ფოტოებით იშვიათად მაინც ანებივრებენ.
გუშინდელ მატჩს, რომელიც „ნაპოლისა“ და „რომას“ შორის გაიმართა, ნიცაც ესწრებოდა და შეყვარებულს ტრიბუნიდან ამხნევებდა.
ნახეთ ხვიჩას რეაქცია, შეყვარებულის დანახვისას ↓
ასევე ცნობილია, რომ ხვიჩა კვარაცხელია გოლს ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავს. ხშირად, შეყვარებულს უძღვნის ხოლმე გატანილ გოლს. ესაა, ძირითადად ხელის ჟესტებით, სტეფ კარის სტილში და ა.შ. ცნობილ იტალიურ ტელევიზიასთან, Dazn-თან ინტერვიუში კი ამაზე ისაუბრა.
„მიკანკალებს თუ არა ფეხები თამაშის წინ? არ ვიცი (იცინის). არ მგონია, რომ მორცხვი ვიყო... უბრალოდ, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს.
არ ვიცი, სტეფ კარის სტილს გავიმეორებ თუ არა, ეს ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული. წინასწარ არ ვიცი, რას გავაკეთებ გოლის გატანის შემდეგ.