ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო დროს დაუღალავი შრომისა და ნიჭის შედეგად დიდ წარმატებას მიაღწია. ახლა სრულიად იტალიური პრესა ქართველი ფეხბურთელით არის დაინტერესებული.
ახალგაზრდა ქართველის შესახებ იწერება როგორც სპორტულ წარმატებაზე, ასევე მის პირად ცხოვრებაზე.
„კვარაცხელიას მხრებზე საქართველოს მესიჯი აქვს“ - ამბობენ ცნობილი სპორტსმენები და ქართველის მიმართ სანაქებო სიტყვებს არ იშურებენ.
ცოტა ხნის წინ პრესაში ხვიჩას შეყვარებულზეც გამოჩნდა სტატია. იტალიური გამოცემა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან მისი, შეყვარებული, ულამაზესი ნიცა ჩავიდა.
ნახეთ რას წერს იტალიური გამოცემა ქართველ გოგონაზე:
ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში თავისი შეყვარებული შეუერთდა. მისი სახელია ნიცა. გოგონა სამედიცინო სწავლობს და საქართველოში ცხოვრობს. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ნიცა ნეაპოლში ხვიჩასთან ჩამოვიდა. სანამ ხვიჩა იმ სახლში გადავა, რომელიც საცხოვრებლად აირჩია, მანამდე სასტუმრო Britanique-ში ცხროვრობენ. უალამაზესმა ნიცამ ტერასაზე მარტომ ივახშმა, რადგან კვარა დაკავებული იყო ლაციოსთან თამაში ჰქონდა.
ულამაზესი ნიცა მარადონას სახელობის სტადიონზე წინა თამაშის დროს იმყოფებოდა და თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.
გთავაზობთ ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც ის მის საცოლეზე ნიცა თავაძეზე საუბრობს.
“ნიცა ჩემი მეგობრის მხრიდან გავიცანი და უკვე 1 წელია ვიცნობ. უკვე დიდი ხანია, რაც ერთად ვართ. ფეხბურთელის მეუღლეებმა ან მომავალმა ცოლებმა კარგად იციან, რომ ფეხბურთელის ცოლობა არ არის ადვილი, იმიტომ, რომ მათ ყოველდღიურად არ შეუძლიათ დაურეკონ ან მისწერონ თავიანთ საყვარელ ადამიანებს, რადგან მათ აქვთ ვარჯიშები და თამაშები. ჩემმა შეყვარებულმა ეს კარგად იცის და ყველაფერი გააზრებული აქვს. მშობლები უკვე გავაცანი, მაგრამ ხელი ჯერ არ მითხოვია. ამჟამად ნიცა სამედიცინოზე სწავლობს, ძალიან დაკავებულია, მასაც დრო თითქმის არ აქვს” – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთ ინტერვიუში.